ფენოვანი სალფეთქები
ფენოვანი ცომისგან დამზადებული უგემრიელესი დესერტი, რომელიც ივსება ორი სახის კრემით. ერთი კრემი მზადდება მოხარშული შესქელებული რძით, ხოლო მეორე - მოხარშული ფქვილის ფაფითა და კარაქით. სალფეთქები განსაკუთრებით გემრიელია შაქრის პუდრით მორთული.
ინგრედიენტები
- წყალი100 ml
- ვანილი5 ml
- რძე150 ml
მომზადების ინსტრუქცია
12 ნაბიჯი- 1
მარგარინი გავყოთ 3 ნაწილად.
- 2
ფქვილი, წყალი და მარილი მოვზილოთ ცომი.
10 წუთი
- 3
გავაბრტყელოთ ცომი, წავუსვათ მარგარინის ერთი ნაწილი.
5 წუთი
- 4
შევდოთ საყინულეში 20 წუთით.
20 წუთი
- 5
გავაბრტყელოთ და ისევ წავუსვათ მარგარინი, ისევ საყინულეში და მესამე ჯერზეც იგივე გავიმეოროთ.
- 6
შევდოთ საყინულეში 20 წუთით.
20 წუთი
- 7
გავაბრტყელოთ ცომი, გავჭრათ ოთხკუთხედებად, ოდნავ ფქვილი მოვაყაროთ თითოს და გადავკეცოთ.
10 წუთი
- 8
გადაკეცილები გამოვაცხოთ 250°-ზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
20 წუთი
250°C
- 9
200 გ კარგად ამოყვანილ კარაქს დავუმატოთ ვანილი და მოხარშული შესქელებული რძე. ორივე ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ეს არის პირველი კრემი.
5 წუთი
- 10
რძეში გავხსნათ ფქვილი და შაქარი. დავდგათ ცეცხლზე, უწყვეტი მორევით მოვხარშოთ ფაფა და მოვშუშოთ ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში, სანამ ფქვილის გემოს არ დაკარგავს.
20 წუთი
- 11
შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე და თითო კოვზად დავუმატოთ კარგად ამოყვანილ 200 გ კარაქს (აუცილებელია კარაქი იყოს ოთახის ტემპერატურის, ასე არ აიჭრება კრემი), დავუმატოთ ვანილი. ეს არის მეორე კრემი.
10 წუთი
- 12
გაგრილებული ფენები გავხსნათ, წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძის კრემი (ანუ პირველი კრემი) და გავაფორმოთ მეორე კრემით. შეგიძლიათ გადაათამაშოთ კრემები, ზემოდან კი შაქრის პუდრა მოაყაროთ.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად