მჭადის ტაკოები შაშხით
მჭადის ტაკოები შაშხითა და სხვადასხვა მარინადით - ორიგინალური და გემრიელი კერძია, რომელიც შესანიშნავია როგორც წასახემსებლად, ასევე სადღესასწაულო სუფრისთვის. რეცეპტი აერთიანებს ტრადიციულ ქართულ მჭადს თანამედროვე ტაკოს ელემენტებთან, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- წყალი150 ml
- მცენარეული ზეთი50 ml
- ლიმონის წვენი15 ml
- კვერცხი1 ცალი
- ძმარი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
სიმინდის და ხორბლის ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მარილი, წყალი და ზეთი. ხელით კარგად მოზილეთ ცომი და 5-10 წთ დაასვენეთ.
15 წუთი
- 2
გააკეთეთ პატარა გუნდები, გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, რომელსაც აუცილებლად უნდა წაუსვათ ზეთი, რომ მჭადის ტაკოები არ მიეკრას. ზემოდან დააფარეთ მეორე ზეთწასმული პერგამენტის ქაღალდი და ხის საბრტყელებელი ჯოხით გააბრტყელეთ.
10 წუთი
- 3
გამოაცხვეთ კარგად გახურებულ ტაფაზე, ან ელექტრო გრილზე ორივე მხრიდან.
10 წუთი
- 4
ტარხუნის ემულსია: ბლენდერში მოათავსეთ ტარხუნის ფოთლები და დაასხით ზეთი. აბლენდერეთ 7 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ნიორი კარგად დააბლენდერეთ და შემდეგ, რკინის ბადე-საწურში გაატარეთ.
15 წუთი
- 5
კვერცხს დაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი,ათქვიფეთ და წვრილ ზოლად, ნელ-ნელა დაუმატეთ ტარხუნის ზეთი.
5 წუთი
- 6
ხახვის მარინადი: მოამზადეთ მარინადისთვის ხსნარი: შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მდოგვის მარცვლები და პილპილის მარცვლები. ხსნარში ჩადეთ ალყა-ალყა ან რგოლებად დაჭრილი ხახვი და გააჩერეთ მინიმუმ 2 სთ.
120 წუთი
- 7
ჩერი პომიდვრის მარინადი: მოამზადეთ ხსნარი იგივენაირად, როგორც ხახვის მარინადის შემთხვევაში, ჩადეთ ხსნარში ჩერი პომიდორები და გააჩერეთ მინიმუმ 2 სთ.
120 წუთი
- 8
მოცარელა შიგთავსით: მოცარელას ბურთულებს მსხვილი საწრუპის დახმარებით გაუკეთეთ ღრმული. ტარხუნის ემულსია ჩაასხით კრემის მოსართავ ტომარაში და ამოავსეთ მოცარელას ბურთულები.
10 წუთი
- 9
აწყობა: გამომცხვარი მჭადის ტაკოები გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ ჭარხლის ან ისპანახის ფოთოლი, დაჭრილი შაშხის ნაჭრები, მოცარელას ბურთულები ტარხუნის ემულსიის შიგთავსით, ხახვის და პომიდორის მარინადი. სურვილისამებრ დაამატეთ სხვა ინგრედიენტებიც. ტაკო გადაკეცეთ შუაში.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად