მუსის ტორტი „სამი შოკოლადი“
უგემრიელესი და ელეგანტური მუსის ტორტი, რომელიც სამი სხვადასხვა სახის შოკოლადისგან შედგება. ეს დესერტი შესანიშნავია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან უბრალოდ ტკბილი სიამოვნებისთვის.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- რძე110 ml
- კვერცხი2 ცალი
- წყალი ჟელატინისთვის30 ml
- ნაღები300 ml
- კვერცხის გული2 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
11 ნაბიჯი- 1
ბისკვიტისთვის: ჯამში შეურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
5 წუთი
- 2
პატარა ჯამში გააცხელეთ რძე და კარაქი ერთად, ისე რომ არ ადუღდეს.
3 წუთი
- 3
კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. ეტაპობრივად დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები საცერით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ დაუმატეთ ცხელი რძის და კარაქის მასა და აურიეთ.
10 წუთი
- 4
ბისკვიტის მასა ჩაასხით ქაღალდჩაფენილ (20სმ დიამეტრის) ფორმაში და გამოაცხეთ 175°C-ზე 25-30 წუთის განმავლობაში.
30 წუთი
175°C
- 5
გააციეთ გამომცხვარი ბისკვიტი. ზედაპირი დანით გაჭერით. გასადიდებელ საკონდიტრო ფორმაში მოათავსეთ აცეტატის ლენტა, შიგნით მოათავსეთ ბისკვიტი და დანამოთ რძის და შაქრის სიროფით (50გრ რძე, 50გრ შაქარი).
15 წუთი
- 6
მუსებისთვის: ჟელატინი დაალბეთ წყალში.
5 წუთი
- 7
კვერცხის გული, შაქარი და რძე ჩაასხით პატარა ქვაბში და დადგით ორთქლის აბაზანაზე. მუდმივი მორევით მოხარშეთ თხელი სოუსივით.
10 წუთი
- 8
გაადნეთ შავი შოკოლადი, დაუმატეთ 2 გრ ჟელატინი, 100მლ ნაღები და აურიეთ. ჩაასხით ბისკვიტზე და შედგით მაცივარში 1 საათით.
10 წუთი
- 9
გაადნეთ რძიანი შოკოლადი, დაუმატეთ 3 გრ ჟელატინი, 100მლ ნაღები და აურიეთ. გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და მოასხით რძიანი შოკოლადის მუსი. შედგით მაცივარში 1 საათით.
10 წუთი
- 10
გაადნეთ თეთრი შოკოლადი, დაუმატეთ 3 გრ ჟელატინი, 100მლ ნაღები და აურიეთ. გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და მოასხით თეთრი შოკოლადის მუსი. შედგით მაცივარში 2 საათით.
10 წუთი
- 11
გააცივეთ მინიმუმ 2 საათით, სანამ მიირთმევთ.
120 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად