ჩაშუშულის ტარტარი
ლუკა თოდუას ჩაშუშულის ტარტარი არის ორიგინალური კერძი, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ქართულ ჩაშუშულს ტარტარის თანამედროვე კონცეფციასთან. იგი მზადდება ახალი ხორცისგან, არომატული მწვანილებით და პომიდვრის საწებლით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- უცხო სუნელი2 ჩაის-კოვზი
- ხმელი ქინძი1 ჩაის-კოვზი
- დაფქული წითელი წიწაკა½ ჩაის-კოვზი
- მცენარეული ზეთი80 ml
- სოიოს სოუსი15 ml
- მშრალი აჯიკა1 ჩაის-კოვზი
- კვერცხის გული4 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
წვრილად დაჭერით საქონლის ხორცი და აურიეთ დაჭრილ ხახვთან, ნიორთან და მწვანილებთან ერთად.
15 წუთი
- 2
შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, დაფქული წითელი წიწაკით, მარილით და შავი პილპილით. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
5 წუთი
- 3
პომიდვრებს კანი გააცალეთ და ბლენდერში მოათავსეთ მწვანილთან, ხახვთან, ნიორთან, სუნელებთან და თაფლთან ერთად. კარგად დააბლენდერეთ.
10 წუთი
- 4
გაწურეთ პომიდვრის მასა და მოათავსეთ სიფონში. დატენეთ სიფონი.
5 წუთი
- 5
ჯამში აურიეთ მცენარეული ზეთი, სოიოს სოუსი, ნიორი და მშრალი აჯიკა. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ფრთხილად მოათავსეთ კვერცხის გულები.
5 წუთი
- 6
მწვანე ზეთის მოსამზადებლად, მწვანილი დააბლენდერეთ ზეთთან ერთად და შემდეგ გაწურეთ.
5 წუთი
- 7
ღრმა თეფშში მოათავსეთ ტარტარის მასა, ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ დამარინადებული კვერცხის გული. გარშემო მოასხით პომიდვრის სოუსი და მწვანე ზეთი. სურვილისამებრ, მორთეთ მიკრო მწვანილით.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად