გოზინაყი კრემით
გოზინაყი კრემით - უნაზესი საახალწლო დესერტია. ნიგვზისა და ნაღების ჰარმონიული შეხამება სასიამოვნო გემოს ქმნის და სადღესასწაულო განწყობას მატებს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- ასაღები ნაღები (35%)250 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ნიგოზი წვრილად დაჭერით.
5 წუთი
- 2
ტაფაზე გადაიტანეთ დაჭრილი ნიგოზი, დაუმატეთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე მოხალეთ, თან ხშირად ურიეთ, რომ არ დაიწვას. მოხალეთ, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება.
5 წუთი
- 3
გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ ჯამში გასაგრილებლად.
- 4
ნაღები ამოიყვანეთ მიქსერით, დაუმატეთ ერითრიტოლი ან თაფლი სიტკბოსთვის, შემდეგ შეათქვიფეთ კრემ-ყველი.
5 წუთი
- 5
აიღეთ ჭიქა, ჯამი ან ნებისმიერი სხვა ჭურჭელი. ჯერ კრემი გადაიტანეთ, შემდეგ ნიგოზი, შემდეგ ისევ კრემი და ა.შ. სანამ ბოლომდე არ შეივსება.
- 6
გააგრილეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
180 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 200 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად