უკან რეცეპტებზე
ბურიტო ვიჩის თევზის ჩხირებით

ბურიტო ვიჩის თევზის ჩხირებით

ეს ბურიტო არის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც აერთიანებს მექსიკურ და ქართულ გემოებს. ვიჩის თევზის ჩხირები, არომატული ბრინჯი და ქართული სანელებლები ქმნის უნიკალურ და გემრიელ კომბინაციას.

მომზადება25 წთ
მზადება30 წთ
პორცია4
კალორია/პორცია780
#თევზი#მარტივი#ბურიტო#ქართული ფიუჟენი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ნივრის ფხვნილი2 ჩაის-კოვზი
  • მშრალი აჯიკა1 ჩაის-კოვზი
  • პაპრიკა1 ჩაის-კოვზი
  • ქათმის ბულიონი400 ml
  • დიჟონის მდოგვი1 სუფრის-კოვზი
  • ნაღები2 სუფრის-კოვზი
  • ლიმონის წვენი1 სუფრის-კოვზი
  • ტორტილია4 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი და მოშუშეთ.

  2. 2

    როდესაც მოიშუშება, დაუმატეთ ბრინჯი და აურიეთ. დაუმატეთ ტომატპასტა, ნივრის ფხვნილი, მშრალი აჯიკა, მარილი, პილპილი და პაპრიკა. კარგად მოურიეთ და დაასხით ბულიონი.

  3. 3

    ქვაბს დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, გადადგით და გააგრილეთ.

    20 წუთი

  4. 4

    ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეწვით „ვიჩის“ თევზის ჩხირები ორივე მხრიდან.

  5. 5

    პატარა თასში შეურიეთ კრემყველი, დო (ან არაჟანი), დიჟონის მდოგვი და ნაღები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  6. 6

    პომიდორს გამოაცალეთ რბილობი თესლებით და დაჭერით პატარა კუბებად. მოასხით ლიმონის წვენი და შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში.

  7. 7

    ტორტილას წაუსვით მომზადებული სოუსი, დაადეთ ბრინჯი, პომიდვრის სალათი, გახეხილი ჩედარი, სიმინდის მარცვლები და თევზის ჩხირები. ზემოდან კვლავ მოაყარეთ ყველი და გადაახვიეთ ბურიტოს ფორმით.

  8. 8

    წინასწარ გახურებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეწვით გადახვეული ბურიტო ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 350 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

780
კკალ
36.1
ცილა
73.5
ნახშირწყალი
37.4
ცხიმი
5.6
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.