მადისაღმძვრელი შემწვარი იხვი წაბლით
ეს არის საახალწლო სუფრისთვის შესანიშნავი კერძი, რომელშიც იხვის ნაზი ხორცი შესანიშნავად ერწყმის წაბლის ტკბილ და მიწიერ გემოს. კერძი გამოირჩევა არომატების სიმდიდრით და სადღესასწაულო ელფერს სძენს სუფრას.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- სეზამის ზეთი30 ml
- ვაშლის ძმარი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
თასში ავურიოთ ქუნჯუთის ზეთი, არაჟანი, თაფლი, მდოგვი და ვაშლის ძმარი. დავამატოთ მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 წუთი
- 2
მიღებული მასა წავუსვათ იხვს შიგნიდან და გარედან, გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და 8-10 საათით მოვათავსოთ მაცივარში.
600 წუთი
- 3
წაბლები დავსეროთ, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შევდგათ და შემდეგ კანი გავაცალოთ.
30 წუთი
180°C
- 4
ბეკონი ან შაშხი პატარა ნაჭრებად დავჭრათ და უცხიმოდ შევბრაწოთ გახურებულ ტაფაზე.
5 წუთი
- 5
დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, შუა-შუა გაჭრილი წაბლები, მარილი და პილპილი. ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.
5 წუთი
- 6
მოშუშულ ინგრედიენტებს ბოლოს დავუმატოთ ვაშლი და 2-3 წუთი ვშუშოთ.
3 წუთი
- 7
იხვის მუცელი ამოვავსოთ წაბლის შიგთავსით, შევკრათ ძაფით ან ხის ჩხირებით, გავახვიოთ ფოლგაში.
10 წუთი
- 8
შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ფოლგა გავხსნათ და ტემპერატურა დავწიოთ 170 გრადუსზე.
60 წუთი
200°C
- 9
ვაცხოთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში. პერიოდულად მოვასხათ შეწვისას გაშვებული წვენი.
30 წუთი
170°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 375 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად