აზიური ატრია
სახლში მომზადებული ატრია შეუდარებელია! ეს რეცეპტი გთავაზობთ სწრაფ და უგემრიელეს აზიურ კერძს, რომელიც სულ რაღაც 15 წუთში მზადდება. იდეალურია სწრაფი და გემრიელი ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- სოიოს სოუსი60 ml
- ბალზამირებული ძმარი15 ml
- მზესუმზირის ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
პატარა ჯამში ავურიოთ სოუსისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი: სოიოს სოუსი, თაფლი, ძმარი.
2 წუთი
- 2
წვრილად დაჭრილ ხორცს შევურიოთ 2 ს.კ. სოუსის ნარევი, შავი პილპილი და გადავდოთ გვერდზე.
- 3
ატრია 2 წუთი ვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ, გადავავლოთ ცივი წყალი.
2 წუთი
- 4
ტაფა მაღალ ტემპერატურაზე გავაცხელოთ, დავასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ნიორი და 10 წამი ვშუშოთ.
- 5
დავუმატოთ ხორცი და 4-5 წუთი ვშუშოთ.
5 წუთი
- 6
დავაყაროთ დაჭრილი ბოსტნეული (სტაფილო, ბულგარული წიწაკა) და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ, შემდეგ შევურით ატრია.
2 წუთი
- 7
ბოლოს დავასხათ სოუსი და ვურიოთ კიდევ 2-3 წუთი.
3 წუთი
- 8
მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად