ატმის ტარტი არაჟნის მუსით
ეს არის უგემრიელესი და ნაზი დესერტი, რომელიც შესანიშნავია ზაფხულის დღეებისთვის. ტარტის ხრაშუნა ძირი, წვნიანი ატამი და არაჟნის ჰაეროვანი მუსი ქმნის დაუვიწყარ გემოს. სცადეთ და თქვენც შეიყვარებთ!
ინგრედიენტები
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
- არაჟანი150 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ჯამში ავურიოთ კვერცხის გულები, შაქარი, ვანილი, დარბილებული კარაქი და სოდა. კარგად ავზილოთ.
10 წუთი
- 2
ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი, იმდენი, რომ მივიღოთ სქელი, მოსაზელი ცომი (მჭადის ცომივით).
5 წუთი
- 3
ცომისგან გავაკეთოთ ბურთი და 15 წუთით შევდოთ მაცივარში.
15 წუთი
- 4
ცომი ჩავაფინოთ ფორმაში, ძირზე გავაბრტყელოთ და ამოვიყვანოთ გვერდები.
5 წუთი
- 5
გავამზადოთ გულსართი: ავთქვიფოთ დარჩენილი 2 კვერცხი, დავუმატოთ შაქარი, სახამებელი და არაჟანი.
5 წუთი
- 6
ცომზე მოვალაგოთ დაჭრილი ატამი და მოვაყაროთ ცოტა სახამებელი.
5 წუთი
- 7
ატამს ზემოდან მოვასხათ არაჟნის გულსართი.
2 წუთი
- 8
ვაცხობთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, მობრაწვამდე.
40 წუთი
180°C
- 9
გავაციოთ და სურვილისამებრ გავაფორმოთ შაქრის პუდრით, დაფხვნილი ბეზეთი და მოცხარით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 213 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად