ხორცის ხვეულები
ხორცის ხვეულები არის უგემრიელესი კერძი, რომელიც მზადდება თხლად დაჭრილი ხორცისგან, ბეკონის, სულგუნისა და არომატული სანელებლების გამოყენებით. ეს არის შესანიშნავი არჩევანი სადილისთვის ან სადღესასწაულო სუფრისთვის.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
5 ნაბიჯი- 1
თხლად დაჭრილი ხორცი გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და კარგად დაბეგვეთ.
5 წუთი
- 2
გავშალოთ ბეკონი. სათითაოდ დავადოთ დაბეგვილი ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, როზმარინი და ასანთის ღერებად დაჭრილი სულგუნი.
10 წუთი
- 3
მჭიდროდ გადავახვიოთ და შევკრათ ძაფით.
10 წუთი
- 4
კარგად გაცხელებულ ტაფაზე დავდოთ კარაქი, მოვასხათ ცოტა ზეთი და შევწვათ ხვეულები. როცა ერთი მხრიდან კარგად შეიბრაწება, ტაფას სახელურში მოვკიდოთ ხელს და მსუბუქი მოძრაობით გადავატრიალოთ მეორე მხარეს. ასე ხვეულები ყველა მხრიდან კარგად იბრაწება.
20 წუთი
- 5
მზა ხვეულები ოდნავ შევაგრილოთ და ბასრი დანით დავჭრათ.
0 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 175 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად