ღოღნაშოს საწებელი
ღოღნაშოს საწებელი არის უგემრიელესი და არომატული საწებელი, რომელიც მზადდება ღოღნაშოს, მწვანილისა და სანელებლებისგან. ეს არის ტრადიციული ქართული რეცეპტი, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და განსაკუთრებული გემოთი.
ინგრედიენტები
- წყალი500 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ღოღნაშო კარგად გავრეცხოთ.
5 წუთი
- 2
ღოღნაშო ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ აყვავებული ქინძის და ცერეცოს ნახევარი, დავასხათ წყალი და მოვთუთქოთ, სანამ არ დარბილდება.
30 წუთი
- 3
გაციებული მოთუთქული ღოღნაშო გავხეხოთ.
5 წუთი
- 4
დარჩენილი ქინძი, ცერეცო და ნიორი გავრეცხოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
10 წუთი
- 5
გახეხილ ღოღნაშოს დავამატოთ გატარებული მწვანილი და ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით.
5 წუთი
- 6
ქილები გავასტერილოთ.
15 წუთი
- 7
მომზადებული ცხელი საწებელი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად