იაპონური ჩიზქეიქი
ჰაეროვანი და მსუბუქი იაპონური ჩიზქეიქი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სტრუქტურით და ნაზი გემოთი. ეს დესერტი შესანიშნავია ნებისმიერი შემთხვევისთვის და სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ინგრედიენტები
- რძე60 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ კრემ-ყველი და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან.
5 წუთი
- 2
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულები, დაუმატეთ კრემ-ყველის მასა და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
5 წუთი
- 3
კიდევ ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ამოიყვანეთ ბეზე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი.
10 წუთი
- 4
აურიეთ კვერცხის გულისა და ცილის მასა ერთმანეთში და ჩააცერით ჯერ ფქვილი, შემდეგ სიმინდის სახამებელი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 წუთი
- 5
დაგჭირდებათ ორი ფორმა - ერთი მოზრდილი და მეორე იმხელა, რომ პირველში თავისუფლად ჩაეტიოს. პატარა ფორმაში ძირში და კიდეებზე ჩააფინეთ პერგამენტის ქაღლდი და ჩაასხით ჩიზქეიქის მასა.
5 წუთი
- 6
დიდ ქვაბში ჩააფინეთ ჩაის ტილო, ჩაასხით წყალი იმდენი, რომ პატარა ფორმის ნახევარი დაფაროს და მოათავსეთ 140 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 55 წუთით.
55 წუთი
140°C
- 7
გამომცხვარი ჩიზქეიქი ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან, მოაცალეთ პერგამენტი და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
- 8
მორთეთ სასურველი კენკრით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 188 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად