უკან რეცეპტებზე
ინდაური ბაჟეში
ხორცისაშუალო

ინდაური ბაჟეში

ინდაური ბაჟეში არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც მზადდება მოხარშული ინდაურის ნაჭრებისგან, ნიგვზის სოუსში. ტრადიციულად მიირთმევენ სადღესასწაულო სუფრაზე.

მომზადება30 წთ
მზადება90 წთ
პორცია4
კალორია/პორცია1141
#ქართული#ხორცი#სადღესასწაულო#ნიგოზი#ბაჟე#ინდაური#მთავარი კერძი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ყვითელი ყვავილი1 ჩ/კ
  • ხმელი ქინძი1 ს/კ
  • უცხო სუნელი1 ს/კ
  • დაფქული წითელი წიწაკა½ ჩ/კ
  • ძმარი15 მლ
  • დაფნის ფოთოლი2 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    გავასუფთავოთ ინდაური და დავდგათ მოსახარშად, დაფნის ფოთოლთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან და შევაგრილოთ.

    60 წუთი

  2. 2

    მოხარშული ინდაური ღუმელში შევაპიწკინოთ.

    15 წუთი

    180°C

  3. 3

    გავატაროთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში, ორჯერ, წმინდად, ნიორთან ერთად.

    10 წუთი

  4. 4

    დავუმატოთ ყვითელი ყვავილი და კარგად ავზილოთ, გამოვდენოთ ზეთი, ზეთი შევინახოთ პატარა ჭიქაში.

    5 წუთი

  5. 5

    ცალკე ჯამში ჩავყაროთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა და მარილი, დავამატოთ ნიგოზი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და გავათხელოთ ინდაურის ბულიონით, სასურველ კონსისტენციამდე.

    5 წუთი

  6. 6

    წვრილად დაკეპილი ხახვი ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ, ინდაურის ცხიმში (როცა გაცივდება წვენი, ზემოდან ადვილად მოვხდით კოვზით ცხიმს).

    15 წუთი

  7. 7

    მოთუშული ხახვი ჩავასხათ ნიგვზიან წვენში და დავაბლენდეროთ.

    2 წუთი

  8. 8

    ქვაბში ჩავაწყოთ სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული ინდაური და დავასხათ მომზადებული ბაჟე, ზემოდან მოვასხათ გადანახული ნიგვზის ზეთი. მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

    3 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 439 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1141
კკალ
100გ
ცილა
27.6გ
ნახშირწყალი
72.4გ
ცხიმი
9.7გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.