იტალიური პასკა პანეტონე
იტალიური პასკა პანეტონე არის ტრადიციული სააღდგომო ნამცხვარი, რომელსაც იტალიაში ამზადებენ. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი120 ml
- კვერცხი3 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და 1 სავსე კოვზი შაქარი. ათქვიფეთ კარგად და ადროვეთ 15 წუთი, სანამ მასა არ აფუვდება.
15 წუთი
- 2
სხვა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ვანილი, ლიმონის ცედრა, მარილი და დარჩენილი შაქარი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ღია ფერის და არ გასქელდება. შემდეგ კი, შეურიეთ ის საფუვრის ნარევს.
5 წუთი
- 3
დაუმატეთ მიქსტურას 180 გრამი ფქვილი, კარგად აურიეთ და დაასხით გამდნარი კარაქი. შემდეგ ნელ-ნელა უმატეთ დარჩენილი ფქვილი.
10 წუთი
- 4
მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, სანამ ის რბილი და დამყოლი არ გახდება.
10 წუთი
- 5
წაუსვით ცომს ცოტა ზეთი, ჩადეთ თასში, გადააფარეთ სუფთა სუფრის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას ერთი საათით.
60 წუთი
- 6
მოზილეთ ცომი ხელახლა, მიეცით მას მართკუთხა ფორმა და მოაყარეთ ფორთოხლის ცედრა და ქიშმიში.
5 წუთი
- 7
შეფუთეთ ისევ სუფრის ტილოში და თბილ ადგილას კიდევ 30 წუთით გააჩერეთ.
30 წუთი
- 8
ჩართეთ ღუმელი და დააყენეთ 180°c-ზე. პანეტონეს ყალიბს (12 სმ-ის სიმაღლის) წაუსვით კარაქი და ფრთხილად ჩადეთ მასში ცომი. ცომს ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ზემოდან ნუშის ფანტელები. მას შემდეგ, რაც ცომი ორჯერ გაიზრდება ზომაში, განაგრძეთ ცხობა კიდევ 35 წუთის განმავლობაში.
35 წუთი
180°C
- 9
გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ იქვე პანეტონე, სანამ არ გაგრილდება.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 175 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად