უკან რეცეპტებზე
ქათამი ფორთოხლის სოუსში

ქათამი ფორთოხლის სოუსში

არომატული და ორიგინალური კერძი, ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსში ჩირითა და ნიგვზით. ფორთოხლის ცედრა და წვენი კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს.

მომზადება20 წთ
მზადება25 წთ
პორცია4
კალორია/პორცია435
#ქათამი#ფორთოხალი#გარგარი#გარგარის ჩირი#ციტრუსი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ფორთოხალი2 ცალი
  • მარილი2 ჩ/კ
  • შავი პილპილი½ ჩ/კ
  • მცენარეული ზეთი2 ს/კ

მომზადების ინსტრუქცია

7 ნაბიჯი
  1. 1

    ქათმის ფილე გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს.

    5 წუთი

  2. 2

    ფორთოხალს მოვახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.

    5 წუთი

  3. 3

    ჩირი (წინასწარ გარეცხილი და გამშრალი) დავჭრათ.

    5 წუთი

  4. 4

    ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი, კარგად შევაზილოთ ხელით.

    2 წუთი

  5. 5

    გახურებულ ტაფაზე მოვასხათ 1-2 ს.კ. ზეთი და ფილე ორივე მხრიდან დავბრაწოთ. ბოლოს ნიგოზიც მოვაყაროთ და ოდნავ მოვხალოთ.

    8 წუთი

  6. 6

    შემწვარი ფილე გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ბასრი დანით ჩავჭრათ და ამოვავსოთ ჩირით.

    5 წუთი

  7. 7

    შემდეგ მოვაყაროთ დარჩენილი ჩირი, ფორთოხლის ცედრა და მოხალული ნიგოზი. მოვასხათ ფორთოხლის წვენი და 20-25 წუთით შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

    25 წუთი

    180°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 200 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

435
კკალ
52გ
ცილა
14გ
ნახშირწყალი
18გ
ცხიმი
4გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.