ხარჩო გურული დედლით
გურული ხარჩო დედლით - უგემრიელესი წვნიანი, რომელიც ტრადიციული ხარჩოსგან განსხვავდება ქათმის გამოყენებით. ნიგვზისა და სუნელების კომბინაცია მას განსაკუთრებულ არომატსა და გემოს ანიჭებს.
ინგრედიენტები
- პომიდვრის წვენი500 ml
- ნიორი12 კბილი
- ზეთი30 ml
- წყალი (ბულიონისთვის)1000 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ქათამი მოვხარშოთ, გადავწუროთ ბულიონი და ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
60 წუთი
- 2
ქათმის ცხიმში (ან ზეთში) მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
10 წუთი
- 3
დავუმატოთ მოხარშული და დაჭრილი ქათამი ხახვს და ვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი, სანამ ხორცი ოდნავ არ დაიბრაწება.
5 წუთი
- 4
დავუმატოთ პამიდვრის წვენი და ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთი
- 5
ნიორი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი ერთად დავნაყოთ.
5 წუთი
- 6
დავუმატოთ დანაყილი სუნელები გატარებულ ნიგოზს და გავათხელოთ ქათმის ბულიონით.
5 წუთი
- 7
მიღებული მასა ჩავუშვათ ქვაბში, სადაც ხორცი და პამიდვრის წვენია. დავუმატოთ დარჩენილი ბულიონი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცხიმი ზედაპირზე არ ამოვა.
20 წუთი
- 8
შევაზავოთ მარილით და წიწაკით გემოვნების მიხედვით.
- 9
გათიშვამდე 2-3 წუთით ადრე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი.
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 525 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად