ხაში
ხაში არის ტრადიციული ქართული წვნიანი, რომელიც მზადდება საქონლის ფაშვისა და ფეხებისგან. მას ხშირად მიირთმევენ ზამთარში, რადგან ითვლება, რომ იგი აძლიერებს ორგანიზმს და ეხმარება გაციებასთან ბრძოლაში. ხაში განსაკუთრებით უხდება ნივრიან არაყს.
ინგრედიენტები
- რძე250 ml
- წყალი3000 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
გასუფთავებულ ფაშვს და ფეხებს დავაყაროთ სოდა, დავასხათ წყალი რომ დაიფაროს და გავაჩეროთ ერთი საათით.
60 წუთი
- 2
შემდეგ გავრეცხოთ გამდინარე წყალში.
5 წუთი
- 3
დავასხათ ისევ წყალი და წამოვადუღოთ, თან მოვქაფოთ. პირველი ნახარში გადავღვაროთ.
15 წუთი
- 4
დავასხათ ისევ ბლომად წყალი და მოვხარშოთ, საკმაოდ დიდი დრო უნდა მოხარშვას. დაახლოებით 4-5 საათი.
240 წუთი
- 5
შემდეგ დავამატოთ რძე, წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.
5 წუთი
- 6
დავნაყოთ ნიორი და მოვაყაროთ მარილი. სუფრასთან მივიტანოთ ახლად დანაყილი ნივრით.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 500 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად