კომბოსტოს ლაზანია
კომბოსტოს ლაზანია არის ტრადიციული ლაზანიას გამარტივებული ვერსია, სადაც მაკარონის ფურცლების ნაცვლად კომბოსტოს ფურცლები გამოიყენება. ეს კერძი განსაკუთრებით გემრიელია ბეშამელის სოუსითა და ყველით.
ინგრედიენტები
- რძე500 ml
- ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
5 ნაბიჯი- 1
ადუღებულ წყალში მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლები და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ და გააგრილეთ.
5 წუთი
- 2
გახეხეთ ყველი და შეურიეთ ბრინჯი ფარშით.
10 წუთი
- 3
დაჭრილი ხახვი და სტაფილო შეწვით ზეთში, დაუმატეთ ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი.
10 წუთი
- 4
მოამზადეთ ბეშამელის სოუსი: ტაფაზე მოათავსეთ კარაქი, დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ კარგად. ნელ-ნელა დაუმატეთ რძეც. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. 3-5 წუთის შემდეგ სოუსი გასქელდება. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწიკვი მუსკატის კაკალი.
15 წუთი
- 5
საცხობ ფორმას წაუსვით სოუსი და გადაანაწილეთ კომბოსტოს ფურცლები. შემდეგი ფენა არის ფარშის, შემდეგ ბოსტნეულის, სოუსისა და ისევ კომბოსტოს ფურცლების. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გაიმეორეთ ეს ფენები ინგრედიენტების ამოწურვამდე. შედგით ღუმელში 170 გრადუსზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 50 წუთი.
50 წუთი
170°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 450 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად