ლიმონის ტარტი
ეს არის უგემრიელესი ლიმონის ტარტი, რომელიც იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვის. ტარტის ცომი არის ხრაშუნა, ხოლო შიგთავსი - ნაზი და ლიმონის არომატით სავსე. მერინგი კი ამ დესერტს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს.
ინგრედიენტები
- კვერცხის გული3 ცალი
- წყალი80 ml
- ლიმონის წვენი100 ml
- კვერცხის ცილა2 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
11 ნაბიჯი- 1
ცომისთვის დიდ ჯამში ხელით შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და კარაქი, სანამ მასა არ დანამცეცდება.
10 წუთი
- 2
შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და იმდენი წყალი, რომ ცომი შეიკრას და გახდეს გლუვი.
5 წუთი
- 3
გაახვიეთ ის საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
30 წუთი
- 4
გადაიტანეთ გაგრილებული ცომი ტარტის საცხობ ფორმაში (დიამეტრი 22 სმ) და გააბრტყელეთ ისე, რომ დარჩეს საკმარისი ადგილი შიგთავსის მოსათავსებლად. ცომით ამოავსეთ ფორმის გვერდებიც, შემდეგ კი შედეთ საყინულეში 20-30 წუთით.
10 წუთი
- 5
გაციებული მასა წინასწარ 160°C-ზე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
25 წუთი
160°C
- 6
შიგთავსისთვის მოათავსეთ ქვაბში ლიმონის წვენი და ცედრა, სიმინდის სახამებელი, დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. დაუმატეთ შაქარი და კვერცხის გულები.
5 წუთი
- 7
დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ. შემდეგ კი, დაუმატეთ კარაქი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გახსოვდეთ, ქვაბის ცეცხლზე დადგმისთანავე, აუცილებელია, მასას უწყვეტად ურიოთ. მას შემდეგ, რაც ის შესქელდება და კრემისებრი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
10 წუთი
- 8
შემდეგ კი, ჩაასხით უკვე გამომცხვარ და გაგრილებულ ტარტში.
2 წუთი
- 9
მერინგასთვის ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, შაქრის გახსნის შემდეგ კი, სიმინდის სახამებელი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება მყარი და მბზინავი.
10 წუთი
- 10
წაუსვით ის ზემოდან გამზადებულ ტარტს, კოვზით მიეცით წვეტიანი ფორმები.
5 წუთი
- 11
გამოაცხვეთ ის კიდევ 15 წუთის განმავლობაში, სანამ მერინგა არ შეოქროსფრდება.
15 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 188 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად