ლობიანი ლორითა და ჯონჯოლის მარინადით
ეს არის უგემრიელესი ლობიანი, რომელსაც განსაკუთრებულ გემოს მატებს ლორი და ჯონჯოლის მარინადი. გამოაცხვეთ და გააოცეთ თქვენი სტუმრები!
ინგრედიენტები
- თბილი წყალი250 ml
- მცენარეული ზეთი20 ml
- მცენარეული ზეთი (ლობიოსთვის)30 ml
- კახური ზეთი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
გაცერით ფქვილი და გაუკეთეთ პატარა ორმო. დაამატეთ საფუარი, მარილი და ცოტა თბილი წყალი. ჩანგლით გახსენით საფუარი მარილში და ცოტა ფქვილში. გადააფარეთ ჭურჭლის ტილო, რომ საფუარი გააქტიურდეს.
10 წუთი
- 2
10 წუთში დაამატეთ დარჩენილი წყალი და გამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. ბოლოს გადაზილეთ ზეთით.
15 წუთი
- 3
დაელოდეთ ცომის ამოსვლას. კარგად რომ ამოვა, კიდევ გადაზილეთ და ამოაგუნდავეთ.
60 წუთი
- 4
მოხარშეთ ლობიო აყვავებულ ქინძთან ერთად. მოხარშული ლობიო გაატარეთ ხორცსაკეპში.
45 წუთი
- 5
გატარებულ ლობიოს დაუმატეთ ზეთი, წიწაკა, ქონდარი, მარილი და შავი პილპილი.
5 წუთი
- 6
ჯონჯოლს დაუმატეთ კახური ზეთი, წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი და ქინძი.
5 წუთი
- 7
ცომი გააბრტყელეთ და ჯერ ჯონჯოლი მოალაგეთ, შემდეგ ლორი და ბოლოს ლობიო.
10 წუთი
- 8
მოუკარით თავი და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე.
25 წუთი
250°C
- 9
ცხელსავე გადაუსვით ზეთი.
საკვები ღირებულება
100 გრამზე
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად