უკან რეცეპტებზე
მარწყვის პიცა
ტორტიმარტივი

მარწყვის პიცა

ეს არის უგემრიელესი და ორიგინალური დესერტი, რომელიც მარტივად მზადდება. ხრაშუნა ცომი, ნაზი ხაჭოს შიგთავსი და ახალი მარწყვი ქმნის შესანიშნავ კომბინაციას.

მომზადება30 წთ
მზადება35 წთ
პორცია4
კალორია/პორცია410
#დესერტი#პიცა#ცომეული#მარტივი#მარწყვი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ცივი წყალი40 ml
  • კვერცხის გული1 ცალი
  • კვერცხი1 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    ცივი კარაქი გახეხეთ ფქვილში (დაიხმარეთ ფქვილი, ხშირად ამოავლეთ მასში, რომ გახეხვა გაგიმარტივდეთ). კარგად გააფხვიერეთ ფქვილი და კარაქი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ცივი წყალი და კვერცხის გული. მოზილეთ ცომი.

    15 წუთი

  2. 2

    გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.

    30 წუთი

  3. 3

    ხაჭო გაწურეთ, დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და შაქარი. კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი და კვლავ ამოურიეთ.

    10 წუთი

  4. 4

    ცომი გააბრტყელეთ (დაახლოებით, 35 სმ დიამეტრზე). მიეცით წრის ფორმა. ცენტრში ხაჭოს შიგთავსი მოათავსეთ, თავზე დაჭრილი მარწყვი მოაწყვეთ და ცომს გვერდები ცენტრის მიმართულებით გადაუკეცეთ.

    10 წუთი

  5. 5

    გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით.

    35 წუთი

    180°C

  6. 6

    სურვილისამებრ, ცოტა შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 213 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

410
კკალ
15.7
ცილა
45.5
ნახშირწყალი
18.5
ცხიმი
2.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.