უკან რეცეპტებზე
მარწყვის ტარტი
ტარტისაშუალო

მარწყვის ტარტი

უგემრიელესი მარწყვის ტარტი ხრაშუნა ცომითა და ნაზი კრემით. ეს არის იდეალური დესერტი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის და მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებში.

მომზადება45 წთ
მზადება40 წთ
პორცია4
კალორია/პორცია482
#დესერტი#საოჯახო#სეზონური#ცომეული#მარწყვის ნამცხვარი#ერთ ქვაბში#ტორტის კრემი#ტარტალეტები#ტარტი#ხილი#ხილის ნამცხვარი#მარწყვი#ტკბილეული#კანფეტი#ატმის პეროგი#ტარტ ტატენი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხი2 ცალი
  • რძე250 ml
  • კვერცხის გული2 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი5 ml

მომზადების ინსტრუქცია

9 ნაბიჯი
  1. 1

    ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცივი კარაქი კარგად აურიეთ ერთმანეთში, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ.

    10 წუთი

  2. 2

    დაუმატეთ კვერცხი, შაქრის პუდრა და მარილი. მოზილეთ ელასტიური ცომი.

    5 წუთი

  3. 3

    ცომი შედგით მაცივარში 30 წუთით.

    30 წუთი

  4. 4

    ცხელ რძეში გახსენით კვერცხის გული, შაქარი, სახამებელი და ფქვილი. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, სანამ არ გასქელდება.

    10 წუთი

  5. 5

    როდესაც კრემი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ვანილი. გადაიტანეთ ჯამში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.

    5 წუთი

  6. 6

    ცალკე ათქვიფეთ კარაქი და ცივი კრემი სუფრის კოვზის დახმარებით დაუმატეთ კარაქს, კარგად ათქვიფეთ.

    10 წუთი

  7. 7

    გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გადაანაწილეთ ფორმაზე, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და ისევ შედგით მაცივარში 15 წუთით.

    10 წუთი

  8. 8

    გაახურეთ ღუმელი 180°C-ზე. ცომს დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დააყარეთ ლობიო, ბრინჯი და ა.შ. (სიმძიმისთვის). გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი და გამოაცხვეთ კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში, შეწითლებამდე.

    35 წუთი

    180°C

  9. 9

    როდესაც ცომი გაცივდება, გადაანაწილეთ კრემი და ზემოდან მოაწყვეთ მარწყვები.

    0 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 225 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

482
კკალ
11.3
ცილა
60.3
ნახშირწყალი
22.3
ცხიმი
3.1
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.