უკან რეცეპტებზე
მარწყვის ტარტი მერენგით

მარწყვის ტარტი მერენგით

ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც აერთიანებს ხრაშუნა ცომს, ნაზ მარწყვის კრემსა და ჰაეროვან იტალიურ მერენგას. სერგო ოვჩარენკოს ეს რეცეპტი ნამდვილი სამოთხეა ტკბილეულის მოყვარულთათვის.

მომზადება45 წთ
მზადება20 წთ
პორცია4
კალორია/პორცია718
#დესერტი#ბეზე#ტკბილი#ტარტი#მარწყვი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • მზესუმზირის ზეთი80 ml
  • ასაღები ნაღები (35%)150 ml

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    მარწყვის ჯემისთვის: ჯამში წამოვადუღოთ მარწყვი 150 გრ შაქართან ერთად და ვადუღოთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გადავიღოთ საწურზე და გავატაროთ.

    25 წუთი

  2. 2

    მიქსერით ამოვიყვანოთ ნაღები და შევურიოთ უკვე გაციებულ მარწყვის ჯემს.

    5 წუთი

  3. 3

    მერენგისთვის: ავიღოთ კვერცხის ცილა, მოვათავსოთ ჯამში და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, გავაცხელოთ 60-63 გრადუსამდე, თან მუდმივად ვთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ გადმოვდგათ აბაზანიდან, თან ვთქვიფოთ გაციებამდე, ნელ-ნელა დავუმატოთ დარჩენილი შაქარი

    20 წუთი

    62°C

  4. 4

    ტარტისათვის: ფქვილი, შაქარი და ზეთი შევურიოთ ერთმანეთს კარგად, მოვზილოთ ცომი, მოვათავსოთ ყალიბში და ხელით გავაბრტყელოთ.

    10 წუთი

  5. 5

    შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.

    20 წუთი

    180°C

  6. 6

    გამომცხვარ და შემდეგ გაციებულ ტარტზე ჩავასხათ მარწყვის კრემი და ზემოდან საკონდიტრო ტომარის დახმარებით მოვასხათ მერენგა.

    5 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 263 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

718
კკალ
14.2
ცილა
95.3
ნახშირწყალი
36.5
ცხიმი
2.9
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.