მეგრული ნიგვზიანი ქათმის ხარჩო
მეგრული ნიგვზიანი ქათმის ხარჩო არის უგემრიელესი და ნოყიერი კერძი, რომელიც მზადდება ქათმის ხორცით, ნიგვზითა და არომატული სანელებლებით. ეს ტრადიციული რეცეპტი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და სურნელით, რომელიც იდეალურია ოჯახური სადილისთვის.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი45 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ქათამი დაანაწევრეთ და გარეცხეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ, ქინძი წვრილად დაჭერით, ნიგოზი გახეხეთ საცერზე.
25 წუთი
- 2
ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ ცხიმი და დაასხით წყალი. მოხარშეთ ნახევრად.
30 წუთი
- 3
გადმოწურეთ ბულიონი და შეინახეთ. ქვაბში ჩააბრუნეთ ცხიმი, დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ.
10 წუთი
- 4
როცა ხახვი შეიბრაწება, დაამატეთ ზაფრანა და ტომატი და გააგრძელეთ მოთუშვა. დაამატეთ თავისივე ბულიონი.
5 წუთი
- 5
გახეხილ ნიგოზს დაამატეთ მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ნიორი, წვრილად დაკეპილი ნედლი ქინძი, მეგრული ხორცის სუნელი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
5 წუთი
- 6
ადუღებულ ბულიონში დაამატეთ ბურთებად დაყოფილი, შეზავებული ნიგოზი და კარგად მოურიეთ რომ გაიხსნას. დაელოდეთ ადუღებას და გადმოდგით, დუღილისგან რომ არ გაშავდეს.
5 წუთი
- 7
მიირთვით ცხელი ღომთან ერთად.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 475 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად