უკან რეცეპტებზე
მეგრული საცივი
საცივისაშუალო

მეგრული საცივი

მეგრული საცივი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც საახალწლო სუფრისთვის მზადდება. იგი გამოირჩევა ნიგვზის სქელი სოუსით და ინდაურის ნაზი ხორცით.

მომზადება45 წთ
მზადება120 წთ
პორცია4
კალორია/პორცია1370
#ქართული#ხორცი#სადღესასწაულო#ნიგოზი#ტრადიციული#ვახშამი#საცივი#ნიგვზის სოუსი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ნიორი4 კბილი
  • ხმელი ქინძი2 ს/კ
  • ყვითელი ყვავილი (ზაფრანა)1 ჩ/კ
  • უცხო სუნელი1 ს/კ
  • მიხაკი4 ცალი
  • დარიჩინი½ ჩ/კ
  • შავი პილპილი½ ჩ/კ
  • კაკლის ზეთი2 ს/კ

მომზადების ინსტრუქცია

7 ნაბიჯი
  1. 1

    ინდაური ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. ქვაბში ასევე მოვათავსოთ ნიორის კბილები, პატარა ბამბის ტოპრაკში ან დოლბანდში გამოკრული მიხაკ-დარიჩინი, ძაფით შეკრული მწვანილი და მთლიანი, გაფცქვნილი ხახვი. ბულიონს ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე.

    60 წუთი

  2. 2

    ამასობაში ნიგოზი 2-3-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა და ხელით მოვზილოთ, ზეთი რომ გამოედინება, შევინახოთ ჭურჭელში.

    15 წუთი

  3. 3

    ინდაური ნახევრად უნდა მოიხარშოს, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და კარგად გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ.

    45 წუთი

    180°C

  4. 4

    ბულიონიდან ამოვიღოთ მოხარშული სანელებლები, წვენი ნელ-ნელა ვასხათ ნიგოზს და თან საცერზე გავქნათ. ბულიონი უნდა იყოს თბილი, დაახლოებით 50 გრადუსი ტემპერატურის.

    15 წუთი

    50°C

  5. 5

    გაქნილი ნიგოზი დარჩენილი ბულიონით გავაზავოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე, შევანელოთ მარილით.

    5 წუთი

  6. 6

    შემწვარი ინდაური დავჭრათ, ჩავდოთ ჭურჭელში და დავასხათ საცივის წვენი, გავაცივოთ და ისე მივირთვათ. სუფრაზე მიტანის წინ საცივს ნიგვზის ზეთი მოვასხათ.

  7. 7

    გავაცივოთ და ისე მივირთვათ.

    60 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 601 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1370
კკალ
102გ
ცილა
27გ
ნახშირწყალი
96.2გ
ცხიმი
9გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.