მურაბიანი ორცხობილები
ეს უგემრიელესი სამარხვო ორცხობილები მზადდება მურაბით. მარტივი მოსამზადებელია და იდეალურია ჩაისთან ან ყავასთან მისაყოლებლად.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი120 მლ
- საცხობი სოდა½ ჩ/კ
- ვანილის ექსტრაქტი½ ჩ/კ
- კაკაოს ფხვნილი2 ს/კ
- შაქრის პუდრა2 ს/კ
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
მურაბა დაჭყლიტეთ კარტოფილის საჭყლეტით, შემდეგ დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 წუთი
- 2
დაამატეთ ზეთი, სოდა, ვანილი და კაკაო. კარგად აურიეთ.
5 წუთი
- 3
დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელზე აღარ გეკრობათ.
5 წუთი
- 4
გააჩერეთ ცომი საყინულეში 1 საათით.
60 წუთი
- 5
გამოიღეთ ცომი და ზეთიანი ხელებით მიეცით სასურველი ფორმები.
5 წუთი
- 6
დაალაგეთ ორცხობილები საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
15 წუთი
- 7
მზა და გაციებულ ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 191 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად