ნამდვილი სვანური კუბდარი
კუბდარი სვანური ტრადიციული კერძია, რომელიც მზადდება ხორცით და სვანური მარილით. ეს რეცეპტი მკითხველისგან არის და გამოირჩევა უგემრიელესი გემოთი.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი250 ml
- ნიორი1 კბილი
- სვანური მარილი1 სუფრის-კოვზი
- ხმელი ქონდარი¼ ჩაის-კოვზი
- უცხო სუნელი¼ ჩაის-კოვზი
- ხმელი ქინძი¼ ჩაის-კოვზი
- დაღერღილი წიწაკა¼ ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
4 ნაბიჯი- 1
თბილ წყალში გახსენით საფუარი და დაუმატეთ ფქვილს და მარილს. მოზილეთ ცომი, რომელიც ხაჭაპურის ცომზე ოდნავ მაგარი უნდა იყოს. დააფარეთ და დატოვეთ ასაფუებლად დაახლოებით 1 საათი.
60 წუთი
- 2
წვრილად დაჭერით ხორცი, ხახვი და ნიორი. დაუმატეთ სვანური მარილი, გიცრული, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით, რომ არომატები გაუჯდეს.
- 3
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
220°C
- 4
ცომი გაყავით 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ შიგთავსი. კარგად შეკარით კიდეები და მიეცით კუბდრის ფორმა. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
30 წუთი
220°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 238 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად