ნაზუქის ბურგერი
მირიან სულაკაურის საფირმო ნაზუქის ბურგერი კარტოფილის ჩიფსების თანხლებით. ტრადიციული ქართული არომატები თანამედროვე კულინარიულ გადაწყვეტაში.
ინგრედიენტები
- თაფლი20 ml
- ზეთი შესაწვავად500 ml
- რძე200 ml
- ზეთი (ემულსიისთვის)100 ml
- ლიმონის წვენი10 ml
- კახური ზეთი30 ml
- ლაიმის წვენი15 ml
- რძე (ყველის სოუსისთვის)150 ml
მომზადების ინსტრუქცია
18 ნაბიჯი- 1
კარტოფილის ჩიფსებისთვის, წყალში გახსენით მარილი და თაფლი. თხლად დაჭრილი კარტოფილი დაამარინადეთ 1 საათით.
60 წუთი
- 2
გააშრეთ კარტოფილი ქაღალდზე, ამოავლეთ სახამებელში.
- 3
შეწვით კარტოფილი მარილისა და ზეთის აბაზანაში, საშუალო სიმხურვალეზე. შემწვარი ისევ ქაღალდზე გადმოიტანეთ რომ ზედმეტი ცხიმი დაიწუროს.
- 4
ნაზუქის ფუნთუშისთვის, მიხაკი და დარიჩინი მოხალეთ ტაფაში გემოს გასაძლიერებლად, დაუმატეთ რძე და კარაქი. როდესაც წამოდუღდება, დაუმატეთ შაქრის პუდრა და 5-10 წუთით გააჩერეთ, რომ გემო კარგად გაჯდეს.
10 წუთი
- 5
გადაწურეთ წვრილ ბადეში და დაუმატეთ 3 ცალი კვერცხი და საფუარი, ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა და მოზილეთ ერთგვაროვანი რბილი ცომი.
- 6
ცომს პლასტიკატი გადაახვიეთ და დააყოვნეთ 1 საათით.
60 წუთი
- 7
როდესაც ცომი ამოფუვდება, მოაყარეთ მარილი, გადაზილეთ ერთხელ და 100-150 გრ-მდე გუნდები მოჭერით, მოაგუნდავეთ და ისევ აფუვეთ 40 წუთით.
40 წუთი
- 8
კვერცხის გული და არაჟანი გაურიეთ ერთმანეთში და ფუნჯით გადაუსვით ფუნთუშებს, მოაყარეთ ზემოდან კედარის კაკალი და გამოაცხვეთ ღუმელში.
- 9
გამოაცხვეთ ღუმელში 170-175 გრადუსზე, დაგჭირდებათ 18 წუთი.
18 წუთი
175°C
- 10
კოლესლოუსთვის, ემულსიის მოსამზადებლად ხელის ბლენდერით კვერცხის გული გავთქვიფეთ და ნელა დაუმატეთ ზეთი.
- 11
ცალკე, ხელის ბლენდერით ცოცხალი წითელი კომბოსტო აქციეთ ფაფად და გადაურიეთ ემულსიას, შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
- 12
წვრილად ჩახეხილ სტაფილოსა და წვრილად დაჭრილ წითელ კომბოსტოს შეურიეთ ემულსია.
- 13
ბეკონის და ხახვის მარმელადისთვის, წვრილად დაჭრილი ბეკონი და ჟულიენად დაჭრილი წითელი ხახვი პატარა ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და წამოადუღეთ. (თუ ჩაშაქრდა, ოდნავ ლიმონის წვენი დაუმატეთ და წამოადუღეთ)
- 14
ჯონჯოლის რელიშისთვის, მწვანე პომიდორი გაასუფთავეთ და წვრილად ჩაკეპეთ ჯონჯოლთან ერთად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და შეაზავეთ კახური ზეთით, ლაიმის ფრეშითა და მარილით.
- 15
კატლეტისთვის, წვრილად ჩაჭერით მეტად ცხიმიანი ბეკონის ნაწილები, გადაურიეთ ფარშს, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, ხორცი დაბეგვეთ რკინის ჯამში, მრგვალ ყალიბში მიეცით ფორმა და საყინულეში შეინახეთ 20 წუთით.
20 წუთი
- 16
გრილის ტაფა გააცხელეთ, მოათავსეთ კატლეტები და გადმობრუნების შემდეგ, ზემოდან დაადეთ კარაქი - მეტი წვნიანობისთვის.
- 17
ყველის სოუსისთვის კარაქი გაადნეთ ტაფაზე, დაუმატეთ ფქვილი და მოშუშეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე, ეს მასა რომ შესქელდება დაუმატეთ წვრილად გახეხილი შებოლილი სულგუნი და კარგად მოურიეთ, სანამ ბოლომდე არ გადნება.
- 18
ბურგერის აწყობისას, ფუნთუშას რომ გაჭრით, შიდა მხრიდან გახუხეთ ტაფაზე და ნებისმიერი თანმიმდევრობით ააწყვეთ.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 575 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად