ნიოკები არაჟნის სოუსით
ნაზი კარტოფილის ნიოკები, არომატულ არაჟნის სოუსში. ეს მარტივი და გემრიელი კერძი შესანიშნავია ოჯახური სადილისთვის ან სწრაფი ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- კვერცხი1 ცალი
- რძე200 ml
მომზადების ინსტრუქცია
12 ნაბიჯი- 1
გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი კუბებად. მოხარშეთ მარილიან წყალში, სანამ არ დარბილდება.
- 2
გადაწურეთ კარტოფილი და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ.
- 3
დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, მარილი და კარგად აურიეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, სანამ არ მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც ხელებზე არ გეწებებათ.
- 4
ცომი დაასვენეთ 15 წუთის განმავლობაში.
15 წუთი
- 5
გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 1 სმ სისქეზე და დაჭერით ზოლებად. ზოლები დაამრგვალეთ ხელით და დაჭერით პატარა მართკუთხედებად. ჩანგლით ნაზად დააწექით თითოეულ ნიოკს, რომ ზოლები გაუკეთდეს.
- 6
ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ 1 ს/კ მარილი.
- 7
ღრმა ტაფაში ჩაასხით რძე, დაუმატეთ არაჟანი და კარგად გახსენით. როდესაც გაცხელდება, დაუმატეთ 1 ს/კ ფქვილი და სათქვეფით კარგად გახსენით, რომ კოშტები არ გაჩნდეს.
- 8
დაუმატეთ გახეხილი ყველი და ურიეთ, სანამ არ გადნება და სოუსი არ გახდება ერთგვაროვანი.
- 9
დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი და პიტნა (სურვილისამებრ), მარილი და პილპილი გემოვნებით.
- 10
გამზადებული ნიოკები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ამოურიეთ ფრთხილად. ნიოკები იხარშება ძალიან მალე, 2-3 წუთში. როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე, ქაფქირით ამოიღეთ და ჩაყარეთ სოუსიან ტაფაში.
3 წუთი
- 11
თუ სოუსი გასქელდა, დაუმატეთ 2 ს/კ ნიოკის ნახარშიანი წყალი.
- 12
მიირთვით ცხელი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ თეფშზე ზემოდან მოაყაროთ ცოტა გახეხილი ყველი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად