პასტა კრევეტებით
უგემრიელესი პასტა კრევეტებითა და ბროკოლით ნაღების სოუსში. მარტივი მოსამზადებელი და ძალიან არომატული კერძია, რომელიც გაახარებს თქვენს ოჯახს. სცადეთ ეს რეცეპტი და ისიამოვნეთ!
ინგრედიენტები
- ნაღები200 ml
- ნიორი3 კბილი
- ზეითუნის ზეთი45 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გაასუფთავეთ კრევეტები ჯავშნისგან და ოდნავ გაჭერით ზედაპირი.
- 2
ადუღებულ მარილიან წყალში ჩაყარეთ პენე და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მოხარშულ პასტას გადაუწურეთ წყალი და დაასხით ცოტაოდენი ზეთი, რომ არ მიეკრას.
15 წუთი
- 3
ბროკოლს მოაჭერით ბოლოები, დააცალკევეთ, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი.
10 წუთი
- 4
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ჩაყარეთ კრევეტები, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შეწვით მაღალ ტემპერატურაზე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში, თან გამუდმებით ატრიალეთ.
7 წუთი
- 5
ამოიღეთ შემწვარი კრევეტები თასზე და დარჩენილ ცხიმსა და ნიორს დაუმატეთ ნაღები, ნახევარი გახეხილი პარმეზანი, ჩაყარეთ ბროკოლი და მოაყარეთ სანელებლები: მარილი, პილპილი, წიწაკა.
- 6
მზა ნაღების მასას დაუმატეთ მოხარშული პენე, დაახურეთ თავსახური და შუშეთ 2-3 წუთი.
3 წუთი
- 7
შემდეგ დააყარეთ შემწვარი კრევეტები, კვლავ ამოურიეთ და პასტა პენე კრევეტებით მზად არის.
- 8
სერვირებისთვის: ამოიღეთ პასტა თეფშზე, მოაყარეთ პარმეზანი და ფერადი პილპილი. გემრიელად მიირთვით!
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 425 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად