ფენოვანი პასკა „კრაფინი“
ეს არის საფუვრიანი ცომისგან დამზადებული ორიგინალური პასკა, რომელიც გამოირჩევა ფენოვანი სტრუქტურით და არომატული შიგთავსით. ფორთოხლის ცედრა და ქიშმიში მას განსაკუთრებულ გემოს სძენს. საუკეთესო არჩევანია სააღდგომო სუფრისთვის. საერთო დროდ დაახლოებით 3 საათი და 10 წუთი გაითვალისწინეთ: საფუარის ნარევის გააქტიურებას 15 წუთი, პირველ აფუებას 1 საათი, ფორმაში აფუებას 30 წუთი და ცხობას 40 წუთამდე სჭირდება. გრილ ოთახში ცომს ასაფუებლად შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.
ინგრედიენტები
- რძე120 ml
- კვერცხი2 ცალი
- ფორთოხლის წვენი40 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
მოამზადეთ ხაში: თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი შაქარი, აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 15 წუთით.
15 წუთი
- 2
ცალკე თასში ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და ცედრა, გამორთეთ მიქსერი.
5 წუთი
- 3
ჩააცერით ფქვილის ნახევარი, დაუმატეთ ხაში და ისევ დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. ეტაპობრივად აკონტროლეთ, შეიძლება მეტი დაგჭირდეთ. მასა უნდა იყოს ელასტიური.
10 წუთი
- 4
ბოლოს კი გამდნარი კარაქი დაამატეთ და კარგად აურიეთ.
5 წუთი
- 5
შეფუთეთ ცომი და დადეთ თბილ ადგილას, 1 საათით.
60 წუთი
- 6
მოცემული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გაყავით 2 ნაწილად.
2 წუთი
- 7
გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი თხელ ფენად. გადაანაწილეთ მარგარინის ნახევარი (60 გრ), მოაყარეთ ქიშმიშის ნახევარი და გადაახვიეთ რულეტივით, ცომი გადადეთ ცალკე.
10 წუთი
- 8
გააბრტყელეთ მეორე ნაწილი, ისევ წაუსვით დარჩენილი მარგარინი და გადაანაწილეთ დარჩენილი ქიშმიში, დაადეთ გადახვეული ცომის ნაწილი კიდეზე და ერთად გადაახვიეთ.
10 წუთი
- 9
ბოლოს გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, დადეთ თბილ ადგილას, დაახლოებით 30 წუთით, სანამ ამოფუვდება.
30 წუთი
- 10
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
40 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად