უკან რეცეპტებზე
ფილე მინიონი სტაფილოს პიურეთი, კალმახა სოკოს სალათით, ნუშისა და ჭარხლის მუსით
ხორცისაშუალო

ფილე მინიონი სტაფილოს პიურეთი, კალმახა სოკოს სალათით, ნუშისა და ჭარხლის მუსით

ეს არის დახვეწილი კერძი, რომელიც აერთიანებს ნაზი ფილე მინიონს, ტკბილ სტაფილოს პიურეს, არომატულ კალმახა სოკოს სალათს და ნუშისა და ჭარხლის ჰაეროვან მუსს. თითოეული ინგრედიენტი ქმნის უნიკალურ გემოს და ტექსტურას, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.

მომზადება45 წთ
მზადება30 წთ
პორცია4
კალორია/პორცია718
#ჭარხალი#ნუში#ფილე მინიონი#სტაფილოს პიურე#კალმახა სოკო

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ლიმონი1 ცალი
  • წყალი50 ml

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    ნუში მოვხალოთ, გავაცალოთ კანი და ბლენდერში მოვათავსოთ ჭარხლის ფოთლებთან ერთად. დავუმატოთ წყალი და მარილი, დავაბლენდეროთ.

    15 წუთი

  2. 2

    მიღებული მასა გადავიტანოთ ტაფაზე, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და დავუმატოთ კარაქი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და შავი პილპილი. კარგად ვურევთ, რომ მივიღოთ სქელი მასა, გადმოვდგათ გასაციებლად.

    10 წუთი

  3. 3

    კალმახა სოკო მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე და დავუმატოთ კარაქის პატარა კუბიკი, ლიმონის წვენი, მარილი, ცოტა როზმარინი და შავი პილპილი. კარგად რომ მოიბრაწება, გადმოვდგათ, გავაციოთ და შევურიოთ წინასწარ დაჭრილ ჭარხლის ფოთოლს.

    10 წუთი

  4. 4

    სტაფილო გავასუფთავოთ, დავჭრათ პატარა კუბებად და მოვხარშოთ. კარგად რომ მოიხარშება, გადავიტანოთ ბლენდერში და დავუმატოთ ცოტა მისივე ნახარში, კარგად დავაბლენდეროთ და გადავიტანოთ ტაფაზე, დავუმატოთ კარაქის კუბიკი მარილი, შავი პილპილი და ლიმონის წვენი, კარგად შევურიოთ მასა ერთმანეთში.

    20 წუთი

  5. 5

    საქონლის სუკი გავასუფთავოთ, დავჭრათ სასურველ ზომაზე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავდოთ ცხელ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე და დავუმატოთ კარაქის კუბი. სასურველ დონემდე მისაყვანად შეგიძლიათ ღუმელიც გამოიყენოთ (180°).

    15 წუთი

    180°C

  6. 6

    სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელი სტეიკის შესაწვავად.

    180°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 350 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

718
კკალ
52.5
ცილა
31.5
ნახშირწყალი
42
ცხიმი
8.8
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.