პიცა მარტივად
ეს არის მარტივი პიცის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ. ცომი არის რბილი და ელასტიური, ხოლო ტომატის სოუსი არომატული და გემრიელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები ზემოდან.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი400 მლ
- ზეითუნის ზეთი45 მლ
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და შაქარი. კარგად აურიეთ.
5 წუთი
- 2
ცალკე ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, გახსენით მასში საფუარი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. აურიეთ და გააჩერეთ 2 წუთი.
5 წუთი
- 3
დაუმატეთ საფუვრიანი მასა ფქვილს და მოზილეთ ნაზი, ელასტიური ცომი.
10 წუთი
- 4
მოათავსეთ გუნდა ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და დაასვენეთ 20 წუთი.
20 წუთი
- 5
გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, კვლავ გადაზილეთ, გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 4 საათი.
240 წუთი
- 6
მოამზადეთ გულსართი: ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ პომიდვრის კონსერვი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და ნიორი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
10 წუთი
- 7
გააბრტყელეთ ცომის ჯერ ერთი გუნდა, წაუსვით ტომატის საწებელი, დაალაგეთ ზემოდან მოცარელას ფირფიტები და მოაყარეთ რეჰანი.
5 წუთი
- 8
მოათავსეთ 290 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ ზედაპირის დაბრაწვამდე (დაახლოებით 15 წუთი).
15 წუთი
- 9
იგივე თანმიმდევრობით ააწყვეთ და გამოაცხვეთ ცომის მეორე ნაწილიც.
15 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 325 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად