პიცა მკითხველის რეცეპტით
ეს არის მარტივი და გემრიელი პიცის რეცეპტი, რომელიც სახლის პირობებში მზადდება. ცომი არის ჰაეროვანი და რბილი, ხოლო შიგთავსი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი300 ml
- ზეითუნის ზეთი75 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. დაელოდეთ 5-10 წუთი, სანამ საფუარი არ გააქტიურდება.
10 წუთი
- 2
დიდ ჯამში აურიეთ ფქვილი და მარილი. დაუმატეთ საფუვრიანი წყალი და ზეითუნის ზეთი. მოზილეთ ცომი.
10 წუთი
- 3
ცომი გადააფარეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათით, რომ ამოვიდეს.
60 წუთი
- 4
პომიდორს გააცალეთ კანი და დაბლენდერეთ. დაუმატეთ მარილი და 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
10 წუთი
- 5
ამოსული ცომი გაყავით 4 ნაწილად და გააბრტყელეთ სასურველ სისქეზე.
10 წუთი
- 6
ცომს წაუსვით პომიდვრის სოუსი, მოაყარეთ სალიამი, პროშუტო და მოცარელა.
5 წუთი
- 7
მოაყარეთ ორეგანო.
1 წუთი
- 8
გამოაცხვეთ კარგად გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთი
250°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 238 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად