პუტინი კანადურად
პუტინი კანადური წარმოშობის კერძია, რომელიც საქართველოშიც პოპულარული გახდა. შედგება კარტოფილი ფრისგან, ყველის ნაჭრებისგან და ქათმის სოუსისგან. ეს არის გემრიელი და ნოყიერი კერძი, რომელიც შესანიშნავია ცივ ამინდში.
ინგრედიენტები
- ქათმის ბულიონი500 ml
- მცენარეული ზეთი (შესაწვავად)200 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით ჩხირებად და ჩაალბეთ 2 საათით ცივ წყალში.
15 წუთი
- 2
გარეცხეთ ქათმის ბარკლები, მოაცალეთ კანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
10 წუთი
- 3
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. დააწყვეთ ბარკლები ჟარონაზე და შედგით ღუმელში 40 წუთით. პერიოდულად ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, რომ მეტი წვენი გამოვიდეს.
40 წუთი
200°C
- 4
გააგრილეთ ბარკლები და გააცალეთ ხორცი ძვლებს, შემდეგ კი დაძენძეთ.
10 წუთი
- 5
ქათმის შეწვისას დარჩენილი წვენი გადაიტანეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუმატეთ ცოტაოდენი ქათმის ბულიონი და ჩაყარეთ ფქვილი, თან გამუდმებით ურიეთ. რამდენიმე წუთში დაუმატეთ კიდევ ცოტა ბულიონი, როცა ადუღდება - კიდევ და ასე ნელ-ნელა ჩაასხით მთელი ბულიონი. დაუკელით ცეცხლს მინუმუმამდე და მიიყვანეთ სოუსი საშუალო სისქის კონსისტენციამდე (დაახლოებით 10 წუთი).
20 წუთი
- 6
ჩაყარეთ დაძენძილი ქათმის ხორცი სოუსში.
2 წუთი
- 7
შეწვით კარტოფილი ფრი. ჯერ 1-2 წუთი 160 გრადუს ტემპერატურაზე, შემდეგ კი 190 გრადუსზე იქამდე, სანამ არ დაიბრაწება.
15 წუთი
190°C
- 8
კარტოფილი გადმოიღეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ მდნარი ყველი, ხოლო სულ ზემოდან - სოუსი.
3 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 375 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად