ყაბაყი და სტაფილო ნიგვზით
ეს არის უგემრიელესი და ჯანსაღი კერძი, რომელიც მზადდება ყაბაყის, სტაფილოს და ნიგვზისგან. კერძი იდეალურია ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვისაც ჯანსაღი კვება სურს.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ყაბაყი და სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე ან დავაბლენდეროთ.
5 წუთი
- 2
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ.
5 წუთი
- 3
ნიგოზი, ნიორი და სუნელები ერთად დავაბლენდეროთ.
5 წუთი
- 4
ტაფაზე ზეთში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი.
5 წუთი
- 5
ცალ-ცალკე მოვთუშოთ გახეხილი ყაბაყი და სტაფილო.
10 წუთი
- 6
ყაბაყს და სტაფილოს დავუმატოთ ნიგვზიანი მასა და კარგად ავურიოთ. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.
5 წუთი
- 7
სიმინდის ფქვილი, სიმინდი, მარილი და წყალი ავურიოთ ერთმანეთში. შევწვათ ტაფაზე ბრტყელ პურებად.
15 წუთი
- 8
მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები სურვილისამებრ.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად