უკან რეცეპტებზე
გამომცხვარი ყაბაყის თბილი სალათა
სალათებიმარტივი

გამომცხვარი ყაბაყის თბილი სალათა

უგემრიელესი და მარტივი ყაბაყის სალათა, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილად, ასევე ცივად. იდეალურია ზაფხულის სეზონზე, როდესაც ყაბაყი ყველაზე ხელმისაწვდომია. გაითვალისწინეთ დაახლოებით 1 საათი: მომზადების 15 წუთი, ცხობის 15 წუთი და თავდახურულ ჭურჭელში დაყოვნების 30 წუთი. დაყოვნების შემდეგ მიირთვით თბილი ან ოთახის ტემპერატურის.

მომზადება45 წთ
მზადება15 წთ
პორცია4
კალორია/პორცია178
#ქართული#სალათი#ბოსტნეული#ყაბაყი#საზაფხულო#მსუბუქი#თბილი სალათი#გამომცხვარი ბოსტნეული#ხმელთაშუაზღვისპირული#ბოსტნეულის სალათი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ზეითუნის ზეთი50 მლ

მომზადების ინსტრუქცია

5 ნაბიჯი
  1. 1

    ყაბაყი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის რგოლებად.

    5 წუთი

  2. 2

    ღუმელი გავაცხელოთ 250 გრადუსზე. ტაფაზე დავაფინოთ ფოლგის ქაღალდი, გავშალოთ დაჭრილი ყაბაყი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ ღუმელში 15 წთ.

    15 წუთი

    250°C

  3. 3

    ხახვი, ნიორი, წიწაკა და მწვანილები დავჭრათ წვრილად.

    5 წუთი

  4. 4

    მოვათავსოთ თასში, დავახეხოთ სტაფილო და დავაწყოთ შემწვარი ყაბაყი, ფრთხილად ამოვურიოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და დავახუროთ თავსახური.

    5 წუთი

  5. 5

    ასე გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი.

    30 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 250 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

178
კკალ
5გ
ცილა
17.5გ
ნახშირწყალი
10გ
ცხიმი
5გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.