უკან რეცეპტებზე
სადღესასწაულო იხვი

სადღესასწაულო იხვი

სადღესასწაულო იხვი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი და არომატით. იხვი ივსება ხორცით, კომშით და სანელებლებით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

მომზადება45 წთ
მზადება180 წთ
პორცია4
კალორია/პორცია1059
#ქართული#ხორცი#სადღესასწაულო#ვახშამი#კომში#იხვი#მთავარი კერძი#ზამთრის კერძი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • მზესუმზირის ზეთი30 ml
  • წყალი700 ml

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    იხვი გავასუფთავეთ და კარგად გავრეცხოთ ისე, რომ შუაზე არ გავჭრათ.

    15 წუთი

  2. 2

    ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვათავსოთ ღორის ქონი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხახვის დარბილების შემდეგ დავუმატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო.

    10 წუთი

  3. 3

    საქონლის ხორცი მწვანილთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ მოშუშული სტაფილო და ხახვი, სანელებლები და კარგად ავზილოთ.

    10 წუთი

  4. 4

    კომშს ამოვაცალოთ გული და დავჭრათ დაახლოებით 4 სმ-ის ზომის ნაჭრებად.

    5 წუთი

  5. 5

    იხვს მუცელში გამოვუსვათ მარილი, ჩავუტენოთ ფარში, კომშის ნაჭრების 2/3 და ღია ადგილები ამოვუკეროთ ნემსითა და ძაფით. გარედან მოვაყაროთ მარილი და შევაზილოთ ზეთიანი ხელებით.

    15 წუთი

  6. 6

    ფარშირებული იხვი, სასურველია, მოვამზადოთ სპეციალურ მოგრძო ფორმის თუჯის ქვაბში. ქვაბის ძირზე დავასხათ ზეთი, მოვაყაროთ დარჩენილი ღორის ქონის ნაჭრები, ზემოდან მოვათავსოთ იხვი მუცლით ფსკერისკენ და დავასხათ ცხელი წყალი, რომ თითქმის დაფაროს იხვი. ზემოდან დავაწყოთ დარჩენილი კომშის ნაჭრები, დავახუროთ თავზე და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. წყლის დაშრობის შემდეგ იხვი დაიწყებს დაბრაწვას. ამ დროს უნდა პერიოდულად ვატრიალოთ იხვი, რომ თანაბრად შეიწვას.

    180 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 463 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1059
კკალ
65.2
ცილა
37
ნახშირწყალი
70.3
ცხიმი
6.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.