საქონლის სუკი სტაფილოს ტარტით
ეს არის დახვეწილი კერძი, სადაც საქონლის სუკი იდეალურად ერწყმის სტაფილოს ტარტს და ლიმონის და ღვინის რედუქციას. კერძი გამოირჩევა არომატების მრავალფეროვნებით და ვიზუალური ეფექტებით.
ინგრედიენტები
- ზეთი30 ml
- ლიმონი3 ცალი
- თეთრი ღვინო100 ml
- ზეითუნის ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
საქონლის სუკი დავამარინადოთ პილპილში, მარილში და ზეთში.
30 წუთი
- 2
ნუში დავფქვათ ბლენდერში, დავუმატოთ მარილი და 100 გრ კარაქი, მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ 1 სმ სისქეზე, გავჭრათ მრგვალ ფორმებად და გამოვაცხოთ ღუმელში 160 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.
15 წუთი
160°C
- 3
სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მრგვალ ფორმებში ჩავაწყოთ ხვეულებად. ფორმას ძირზე ფოლგა შემოვაკრათ, ზემოდან მოვაყაროთ 50 გრ კარაქი და გავხეხოთ ნახევარი ლიმონის ცედრა. გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
40 წუთი
180°C
- 4
პატარა ქვაბში ჩავასხათ ღვინო, ორი ლიმონის წვენი, დავუმატოთ 30 გრ კარაქი, მარილი და ვადუღოთ, სანამ არ შესქელდება.
20 წუთი
- 5
ჭარხლის ფოთოლი გავასუფთავოთ უხეში ღეროებისაგან და მოვწალოთ.
2 წუთი
- 6
ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და საქონლის სუკი შევწვათ 1 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან, შემდეგ გავაჩეროთ 5 წუთით, დავჭრათ სამ ნაჭრად და შევახვიოთ ჭარხლის ფოთოლში. ცხელ ტაფაზე 15 წამით შევბრაწოთ ორივე მხრიდან.
7 წუთი
- 7
სოკო დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ზეთში, კარაქში მოვშუშოთ, მარილით და პილპილით შევასუნელოთ.
10 წუთი
- 8
თეფშზე დადებულ ნუშის ორცხობილაზე გამომცხვარი სტაფილო გადავიტანოთ, გვერდით მოვუწყოთ რბილად მოყვანილი დაჭრილი სოკო, ჭარხლის ფოთოლში გახვეული საქონლის სუკი და სასოუსეში ჩავასხათ ღვინის და ლიმონის სოუსი.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 338 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად