უკან რეცეპტებზე
საქონლის სუკი ტკბილი კარტოფილის პიურეთი, ქლიავის ჩირის ფხალით და ღოღნაშოს სოუსით
ხორცისაშუალო

საქონლის სუკი ტკბილი კარტოფილის პიურეთი, ქლიავის ჩირის ფხალით და ღოღნაშოს სოუსით

ეს არის დახვეწილი კერძი, რომელიც აერთიანებს საქონლის სუკის სინაზეს, ტკბილი კარტოფილის პიურეს სიტკბოს, ქლიავის ჩირის ფხალის პიკანტურ გემოსა და ღოღნაშოს სოუსის უნიკალურ არომატს. კერძი გამოირჩევა ინგრედიენტების ჰარმონიული შეხამებით და დახვეწილი გემოვნური თვისებებით.

მომზადება45 წთ
მზადება60 წთ
პორცია4
კალორია/პორცია686
#ქართული#საქონლის ხორცი#ფხალი#ბატატი#შავი ქლიავი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ნაღები100 ml
  • ქინძი1 bunch
  • ნიორი3 კბილი
  • ხმელი ქინძი1 ჩაის-კოვზი
  • დარიჩინი½ ჩაის-კოვზი
  • ვაშლის ძმარი2 სუფრის-კოვზი
  • მარილი4 ჩაის-კოვზი
  • შავი პილპილი2 ჩაის-კოვზი
  • ზეთი3 სუფრის-კოვზი
  • როზმარინი2 sprig
  • ჯონჯოლი200 ml
  • ჩილის ფანტელები¼ ჩაის-კოვზი
  • ლიმონი½ ცალი

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    ქლიავის ჩირის ფხალი: ქლიავის ჩირს დავასხათ ცოტა წყალი და ვაშლის ძმარი და ავადუღოთ. წყალი რომ ამოშრება, გადმოვიტანოთ დაფაზე და გადავკეპოთ. შევაზავოთ მარილით, ნიგვზით, ცოცხალი ქინძით, ნივრით, ხმელი ქინძით და ცოტა დარიჩინით.

    20 წუთი

  2. 2

    ტკბილი კარტოფილის პიურე: მოვხარშოთ ტკბილი კარტოფილი, დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი და ნაღები, როცა მასა ერთიანი გახდება შეგვიძლია გავცრათ და მზად არის.

    25 წუთი

  3. 3

    საქონლის სუკი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

    5 წუთი

  4. 4

    ტაფა დავდგათ მაღალ ცეცხლზე და დავასხათ ცოტა ზეთი, კარგად რომ გახურდება, დავდოთ სუკი და ყველა მხრიდან მოვბრაწოთ. ტაფაში დავამატოთ კარაქი, ცოცხალი როზმარინი და 2 კბილი ნიორი. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და გავაგრძელოთ წვა 7-8 წუთის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში უნდა ვატრიალოთ სუკი და ვასხათ გამდნარი კარაქი.

    15 წუთი

  5. 5

    ღოღნაშოს რედუქცია: ღოღნაშოს წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ ძალიან ცოტა წიწაკის ფანტელი და ვადუღოთ შესქელებამდე. როდესაც სასურველზე ცოტა თხელ კონსისტენციას მივიღებთ, ცეცხლიდან გადმოვდგათ (რედუქცია ცხელ მდგომარეობაში უფრო თხელი იქნება, როცა გაცივდება გასქელდება). დავუმატოთ ცოტა დარიჩინი, ლიმონის წვენი და ცედრა.

    15 წუთი

  6. 6

    სერვირება: თეფშზე მოვათავსოთ ტკბილი კარტოფილის პიურე, ზემოდან მოვათავსოთ საქონლის სუკი, გვერდით მოვათავსოთ ქლიავის ჩირის ფხალი და მოვასხათ ღოღნაშოს სოუსი.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 325 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

686
კკალ
66
ცილა
32.5
ნახშირწყალი
33.5
ცხიმი
7.2
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.