უკან რეცეპტებზე
"სასწაული" პასკა
ცომეულირთული

"სასწაული" პასკა

ეს არის პასკის რეცეპტი, რომელიც ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. გამოდის ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი. რეცეპტი მოითხოვს ცოტა მეტ დროს და ყურადღებას, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს.

მომზადება90 წთ
მზადება45 წთ
პორცია4
კალორია/პორცია2272
#ქართული#სადღესასწაულო#სააღდგომო#პასკა#სააღდგომო პასკა#საფუარი#კულიჩი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • მაწონი150 მლ
  • რძე360 მლ
  • ვანილის ექსტრაქტი5 მლ
  • მცენარეული ზეთი80 მლ
  • კონიაკი ან რომი25 მლ

მომზადების ინსტრუქცია

10 ნაბიჯი
  1. 1

    გავაკეთოთ გოგლიმოგლი 4 კვერცხის გულისგან + 200 გრ შაქარი. ცილა შევინახოთ.

    10 წუთი

  2. 2

    გოგლიმოგლს დავუმატოთ მაწონი და არაჟანი.

    5 წუთი

  3. 3

    360 მლ რძეში გავხსნათ 200 გრ შაქარი და 160 გრ კარაქი + მარილი.

    10 წუთი

  4. 4

    30 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი + 1 ჩ.კ. შაქარი + ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის მასა. დავდგათ ასაფუებლად.

    15 წუთი

  5. 5

    4 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე + ვანილი (ცილას შაქრის გარეშე ვთქვიფავთ).

    10 წუთი

  6. 6

    ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მასას გადავურევთ ერთმანეთში, ბოლოს შევურევთ მზა ბეზეს. 5-10 წუთი დავასვენებთ.

    10 წუთი

  7. 7

    ამოსულ მასაში ჩავასხათ 80 მლ ზეთი, გადავურევთ და დავამატებთ 500 გრ - ფქვილს. ცომს კარგად მოვზელთ და დავასვენებთ ასაფუებლად.

    30 წუთი

  8. 8

    მასა რომ ამოვა, ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 100-დან 200 გრამამდე ჩირსა და სანელებლებს. ისევ ვაცდით ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში.

    15 წუთი

  9. 9

    ფორმებში ცომს უნდა დაველოდოთ და დაიწყებს ამოსვლას.

    30 წუთი

  10. 10

    შევაბრძანოთ გახურებულ ღუმელში. ტემპერატურა 160°- 165°.

    45 წუთი

    160°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 848 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

2272
კკალ
62.7გ
ცილა
314გ
ნახშირწყალი
87.3გ
ცხიმი
15.3გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.