შავტუხა
შავტუხა არის უგემრიელესი შოკოლადის ტორტი, რომელიც იდეალურია შოკოლადის მოყვარულთათვის. მარტივი მოსამზადებელია და შესანიშნავი დესერტია ნებისმიერი შემთხვევისთვის.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი50 მლ
- რძე200 მლ
- ძმარი15 მლ
- რძე (კრემისთვის)100 მლ
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე.
10 წუთი
- 2
მშრალი ინგრედიენტები აურიეთ, გაცერით, დაამატეთ კვერცხი, კარაქი, ზეთი, რძე და ათქვიფეთ.
5 წუთი
- 3
ბოლოს დაასხით ძმარი, ერთხელაც ათქვიფეთ და ცომი მზადაა.
2 წუთი
- 4
გამოაცხეთ 20 ან 22 დიამეტრის ფორმაში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
40 წუთი
- 5
სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ შესქელებული რძე, ჩვეულებრივი რძე, ფქვილი და კაკაო. კარგად შეურიეთ.
5 წუთი
- 6
დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ გამუდმებით. გაცხელების შემდეგ დაამატეთ დაქუცმაცებული შოკოლადი და ურიეთ, სანამ მასა არ შესქელდება.
10 წუთი
- 7
შეურიეთ კარაქი, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, ზედაპირზე კონტაქტურად დააფარეთ ცელოფანი და გააცივეთ.
5 წუთი
- 8
ბისკვიტი გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემი და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 325 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად