უკან რეცეპტებზე
შემწვარი ღორის ხორცი აღმოსავლური სტილით
ხორცისაშუალო

შემწვარი ღორის ხორცი აღმოსავლური სტილით

ეს რეცეპტი ერთ-ერთი რესტორნის შეფმა მასწავლა. ღორის ხორცი მზადდება აღმოსავლური სტილით, ჯინჯერით, ნივრით და ანისით. გამოდის ძალიან არომატული და გემრიელი კერძი.

მომზადება15 წთ
მზადება135 წთ
პორცია4
კალორია/პორცია410
#ღორის ხორცი#ნიორი#ჯანჯაფილი#აზიური

ინგრედიენტები

პორცია
4
  • სოიოს სოუსი50 ml
  • მცენარეული ზეთი30 ml
  • წყალი200 ml

მომზადების ინსტრუქცია

7 ნაბიჯი
  1. 1

    ტაფაში ავადუღოთ წყალი, ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და ვხარშოთ 2-2 წუთი ორივე მხრიდან.

    4 წუთი

  2. 2

    ხორცი ამოვიღოთ თეფშზე.

  3. 3

    ნახარშს დავუმატოთ ნიორი, ჯინჯერი, ანისის ვარსკვლავი, დარიჩინი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე.

  4. 4

    ხორცი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.

    5 წუთი

  5. 5

    ცალკე პატარა ტაფაზე მოვათავსოთ ზეთი და გავაცხელოთ. ნელ-ნელა ვამატოთ შაქარი. როდესაც შაქარი მთლიანად გადნება, დავუმატოთ დაჭრილი ხორცი და სოიოს სოუსი, ბოლოს კი ცხელი ნახარში თავის სანელებლებიანად.

    5 წუთი

  6. 6

    ვხარშოთ 2 სთ დაბალ ცეცხლზე.

    120 წუთი

  7. 7

    ტაფას ავხადოთ თავსახური და შევწვათ მაღალ ცეცხლზე, სანამ ბოლომდე არ დაუშრება სითხე.

    1 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 213 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

410
კკალ
41
ცილა
14.4
ნახშირწყალი
21
ცხიმი
0.6
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.