შოკო-ლაიმის ტორტი
შოკო-ლაიმის ტორტი - ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც აერთიანებს შოკოლადის სიმდიდრეს და ლაიმის სიახლეს. ნაზი ბისკვიტი, შოკოლადის განაში და ლაიმის კრემი ქმნის დაუვიწყარ გემოს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- რძე (ბისკვიტისთვის)80 ml
- ნაღები200 ml
- რძე (განაშისთვის)50 ml
მომზადების ინსტრუქცია
14 ნაბიჯი- 1
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, კედლებზე წაუსვით კრემი.
10 წუთი
175°C
- 2
გახსენით კარაქი თბილ რძეში, შეურიეთ ფქვილი და კაკაო.
5 წუთი
- 3
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად გათეთრებამდე, დაუმატეთ რძე და მასში გახსნილი კაკაო და ფქვილი, ათქვიფეთ მიქსერით.
10 წუთი
- 4
მომზადებული მასა გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში და აცხვეთ 30 წუთი.
30 წუთი
175°C
- 5
გამომცხვარი ბისკვიტი კარგად გააცივეთ და გაჭერით 3 ნაწილად.
30 წუთი
- 6
დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში 10 წუთით.
10 წუთი
- 7
გახეხეთ 2 ლაიმი. ხოლო 6-ვე ლაიმისგან გამოწურეთ წვენი. დაუმატეთ შაქრის პუდრა.
10 წუთი
- 8
დამბალ ჟელატინში დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ლაიმის წვენი და ოდნავ შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გალღვება.
5 წუთი
- 9
ერთმანეთში აურიეთ გამდნარი ჟელატინი, დანარჩენი ლაიმის წვენი და იოგურტი.
5 წუთი
- 10
შედგით კრემი მაცივარში 20 წუთით.
20 წუთი
- 11
ამასობაში კი ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ უკვე გაციებულ ლაიმის კრემს.
10 წუთი
- 12
აადუღეთ რძე თაფლთან ერთად, გამორთეთ ცეცხლი და ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი და კარაქი. 5 წუთში ათვიფეთ მიქსერით შოკოლადის მასა.
15 წუთი
- 13
ტორტის აწყობა: ტორტის პირველ ფენას წაუსვით 5-6 სუფრის კოვზი განაში და მოასწორეთ. შემდეგი ფენაა 1/3 კრემი. შემდეგ ბისკვიტის შემდეგი ფენა, განაში, კრემი, ბისკვიტის მესამე ფენა, განაში, კრემი.
20 წუთი
- 14
შედგით ტორტი მინიმუმ 4 საათი მაცივარში. ზემოდან მორთეთ გახეხილი შოკოლადითა და ლაიმის ცედრით.
240 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 400 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად