შუ მარწყვის კრემით და შოკოლადის მინანქრით
ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც შედგება ჰაეროვანი შუს ცომისგან, ნაზი მარწყვის კრემისგან და მდიდარი შოკოლადის მინანქრისგან. იდეალურია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან უბრალოდ ტკბილეულის მოყვარულთათვის.
ინგრედიენტები
- კვერცხის გული2 ცალი
- ასაღები ნაღები (35%)480 ml
- წყალი120 ml
- ვანილის ექსტრაქტი1 ჩაის-კოვზი
- კვერცხი3 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
მარწყვს მოაცალეთ ყუნწები და დაჭერით პატარა კუბიკებად.
10 წუთი
- 2
ქვაბში აურიეთ 2 კვერცხის გული და 2 ჭიქა ნაღები, დადგით ცეცხლზე და როგორც კი შეთბება, დაუმატეთ შაქარი, სახამებელი, ურიეთ შეუჩერებლად, სანამ მასა არ გასქელდება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მარწყვი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
15 წუთი
- 3
გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ კრემს ედებოდეს. ასე გააცივეთ.
30 წუთი
- 4
ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და დაუმატეთ კარაქი. ურიეთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ გადნება. როგორც კი მასა ადუღდება, დაუმატეთ ფქვილი და სწრაფი მოძრაობით ურიეთ, სანამ ცომი ისეთი არ გახდება, რომ ქვაბის კედლებს არ ეკრობოდეს.
10 წუთი
- 5
გადმოდგით ცეცხლიდან, შეაგრილეთ, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და შეაზილეთ სათითაოდ კვერცხები.
10 წუთი
- 6
მიღებული მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და დასვით პერგამენდაფენილი ფირფიტაზე შუს პატარა ფორმები.
10 წუთი
- 7
აცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
20 წუთი
220°C
- 8
გამომცხვარი შუ გააგრილეთ, შემდეგ ფრთხილად გახვრიტეთ ბლაგვპირიანი დანის მეშვეობით ძირში და ამოავსეთ მარწყვის კრემით.
10 წუთი
- 9
ქვაბში გაადნეთ შოკოლადი და ამოავლეთ შუები გამდნარი შოკოლადის მინანქარში.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად