შუს რულეტი მარწყვით
უგემრიელესი შუს ცომის რულეტი, ნაზი კრემითა და ახალი მარწყვით. იდეალური დესერტი ნებისმიერი შემთხვევისთვის.
ინგრედიენტები
- წყალი400 ml
- ზეთი100 ml
- კვერცხი6 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი1 ჩაის-კოვზი
- რძე500 ml
- ლიმონის ცედრა½ ჩაის-კოვზი
- კონიაკი1 სუფრის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ქვაბში ჩაასხით წყალი და ზეთი, დადგით ნელ ცეცხლზე. დაამატეთ ფქვილი და მოშუშეთ 7-8 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ გახდება გლუვი და ერთგვაროვანი.
10 წუთი
- 2
გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. დაამატეთ ვანილი და სათითაოდ კვერცხები, კარგად ათქვიფეთ ყოველი დამატების შემდეგ. ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრამ ფორმას ინარჩუნებდეს.
15 წუთი
- 3
გადაიტანეთ ცომი საცხობ ქაღალდზე დაფენილ ფორმაზე. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
25 წუთი
200°C
- 4
გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ.
15 წუთი
- 5
კრემის მოსამზადებლად, რძე აადუღეთ. ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი და შაქარი. ცხელ რძეში ნელ-ნელა ჩაამატეთ ფქვილის და შაქრის ნარევი, თან სწრაფად ურიეთ, რომ არ გაჩნდეს კოშტები. მოხარშეთ ნელ ცეცხლზე 8 წუთის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება.
15 წუთი
- 6
კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე. ნელ-ნელა დაამატეთ გაგრილებული ფაფა და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ლიმონის ცედრა, ვანილი და კონიაკი (სურვილისამებრ).
10 წუთი
- 7
გაციებულ შუს ცომს წაუსვით კრემი. დააწყვეთ მარწყვის ნაჭრები. გააჩერეთ 10-15 წუთი.
10 წუთი
- 8
გადაახვიეთ რულეტი. მოაყარეთ შაქრის პუდრა.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 350 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად