უკან რეცეპტებზე
თაფლაკვერები
ცომეულიმარტივი

თაფლაკვერები

თაფლაკვერები, იგივე პრიანიკები, არის ტრადიციული ქართული ორცხობილა. გამოირჩევა რბილი ტექსტურით და ტკბილი გლაზურით, რაც მას განსაკუთრებულ დესერტად აქცევს.

მომზადება20 წთ
მზადება12 წთ
პორცია4
კალორია/პორცია393
#ქართული#ქართული ცომეული

ინგრედიენტები

პორცია
4
  • რძე50 ml
  • კვერცხი1 ცალი
  • მცენარეული ზეთი20 ml
  • ლიმონის წვენი15 ml

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    100 გრ ფქვილს დაამატეთ შაქარი, კარგად გადაურიეთ და ნელ-ნელა გახსენით მასში მდუღარე რძე, სწრაფად მოურიეთ კოვზით. დადგით ცოტა ხნით და გააგრილეთ.

    5 წუთი

  2. 2

    შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული (ცილა ცალკე შეინახეთ) დაამატეთ ზეთი, სოდა, მარილი. კარგად გადაურეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (ყველაფერი გააკეთეთ კოვზით ). კოვზითვე შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი.

    5 წუთი

  3. 3

    უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი, მაგრამ არა დასასხმელი, ფორმას უნდა ინარჩუნებდეს. სამუშაო დაფაზე დაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ ცომი, ზემოდანაც მოაყარეთ ფქვილი, მიეცით მოგრძო ფორმა, გაყავით 20-25 ნაწილად. მოაგუნდავეთ ბურთებად, თითოეული დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფორმაზე, ოდნავ დააწექით ხელით და ფრთხილად გააბტყელეთ ცოტათი.

    5 წუთი

  4. 4

    გამოაცხვეთ 180⁰-ზე, გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 10-12 წუთით. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ორცხობილები კარგად, ბოლომდე უნდა გაცივდეს.

    12 წუთი

    180°C

  5. 5

    სანამ ორცხობილები ცივდება, გააკეთეთ გლაზური: 120გრ შაქრის პუდრას დაამატეთ ცილა, მოურიეთ ჩანგლით. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, გლაზური მიიღებს მკვეთრ თეთრ ფერს.

    3 წუთი

  6. 6

    ამოავლეთ მასში ცივი ორცხობილები, შემდეგ დაალაგეთ რკინის ბადეზე, ქვეშ დაუფინეთ კალკა და გააჩერეთ სანამ კარგად არ გაშრება გლაზური.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 100 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

393
კკალ
7
ცილა
75
ნახშირწყალი
7
ცხიმი
2
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.