უკან რეცეპტებზე
ტარტი მაყვლთ
დესერტებისაშუალო

ტარტი მაყვლთ

ეს არის უგემრიელესი ტარტი, რომელიც მზადდება ხრაშუნა ცომით და ნაზი კრემით. მაყვლის მურაბა კი მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. რეცეპტი მკითხველის მიერ არის მოწოდებული და გამოცდილია დროში.

მომზადება30 წთ
მზადება35 წთ
პორცია4
კალორია/პორცია596
#ქართული#დესერტი#ალუბალი#ღვეზელი#ცომეული#უმი#ტარტი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხი1 ცალი
  • კვერცხის გული3 ცალი
  • რძე250 ml

მომზადების ინსტრუქცია

10 ნაბიჯი
  1. 1

    პატარა კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქარი აურიეთ ერთმანეთში და ხელით კარგად ააფხვიერეთ.

    10 წუთი

  2. 2

    დაუმატეთ არაჟანში ათქვეფილი კვერცხი და მოზილეთ ცომი.

    5 წუთი

  3. 3

    ცომი გაანაწილეთ ფორმაზე (30სმ დიამეტრის), ამოიყვანეთ გვერდები და შედგით საყინულეში 5 წუთით.

    5 წუთი

  4. 4

    ცომს ჩანგლით დაჩხვლიტეთ.

    1 წუთი

  5. 5

    აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

    20 წუთი

    180°C

  6. 6

    კრემის მომზადება: კვერცხის გულებს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი, სახამებელი და რძე. კარგად აურიეთ.

    5 წუთი

  7. 7

    დადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ. როცა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

    5 წუთი

  8. 8

    დაუმატეთ ცხელ კრემს 50 გრ კარაქი და კარგად აურიეთ, რომ კარაქი გადნეს. გააგრილეთ.

    2 წუთი

  9. 9

    გაგრილებულ ცომზე ჯერ მაყვლის მურაბა გადაანაწილეთ, შემდეგ კი კრემი.

    2 წუთი

  10. 10

    გააფორმეთ სურვილისამებრ.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 225 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

596
კკალ
12.2
ცილა
67
ნახშირწყალი
31.3
ცხიმი
3.1
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.