თევზი მაიონეზისა და ნიგვზის სოუსში
უგემრიელესი თევზი ნიგვზის და მაიონეზის სოუსში - შესანიშნავი არჩევანი სადილისთვის ან ვახშმისთვის. ეს კერძი აერთიანებს შემწვარი თევზის სინაზეს და ნიგვზის სოუსის სიმდიდრეს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.
ინგრედიენტები
- ნიორი2 კბილი
- მაიონეზი150 ml
- მზესუმზირის ზეთი (შესაწვავად)30 ml
- გადადუღებული წყალი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
თევზი გავასუფთავეთ, გავრეცხეთ და დავჭრათ სასურველ ზომებად.
10 წუთი
- 2
თევზს მოვაყაროთ მარილი და ამოვავლოთ ფქვილში.
5 წუთი
- 3
თევზი შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან, ოქროსფრად.
15 წუთი
- 4
გატარებული ნიგოზი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, მარილი, წიწაკა, ნედლი ქინძი, ხახვის ნაჭერი და ნიორი დავაბლენდეროთ ერთად.
10 წუთი
- 5
მიღებულ მასას დავუმატოთ მაიონეზი და გავხსნათ გადადუღებულ გაციებულ წყალში, სასურველ სისქემდე.
5 წუთი
- 6
გაგრილებული თევზი მოვათავსოთ სოუსში. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზის ზეთი (სურვილისამებრ).
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 238 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად