ტოლმა განსხვავებულად
ეს არის ტოლმის განსხვავებული ვერსია, სადაც ფარში ხახვშია გახვეული და ბეკონითაა დაფარული. გამოდის ძალიან გემრიელი და ორიგინალური კერძი, რომელიც გაახარებს თქვენს სტუმრებს.
ინგრედიენტები
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ხახვს ფრთხილად გამოაცალეთ დიდი ფენები. დანარჩენი ხახვი წვრილად დაჭერით და შეურიეთ ფარშს.
10 წუთი
- 2
ფარშს დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, კეტჩუპი, ბარბექიუს სოუსი, დაჭრილი ჩილი წიწაკა, დაჭრილი სოკო, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
5 წუთი
- 3
გააკეთეთ ხორცის პატარა ბურთები, შუაში ყველის კუბიკი ჩაუდეთ და დააგუნდავეთ.
10 წუთი
- 4
თითოეულ გუნდას გარშემო ხახვის ფენა შემოახვიეთ (2 ფენა ნახევარ-ნახევარს დაფარავს).
5 წუთი
- 5
გარშემო თხლად დაჭრილი ბეკონი შემოახვიეთ.
5 წუთი
- 6
გარედან ბარბექიუს სოუსი წაუსვით და გამოაცხვეთ გრილზე 20 წუთის განმავლობაში, სანამ ბეკონი არ გახდება ხრაშუნა.
20 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად